მას შემდეგ, რაც ზურაბ ჯაფარიძემ ელენე ხოშტარიასგან ვაკეში კანდიდატურის მოხსნაზე უარი მიიღო და ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "ქრინჯმა" (cringe) ქართულ ოცნებას სთხოვა ბიძინა გეგიძის კანდიდატურა მოეხსნათ, პოლიტიკოსი უფრო შორს წავიდა და ცესკოს საპარლამენტო არჩევნების გაუქმებისკენ მოუწოდა.
"ესენი მაინც გასულები არიან და ბარემ გავაუქმოთ არჩევნები და მე შემიშვით მარტო", განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს მისნაირი კადრი ესაჭიროება და "ძაან ტეხავს" თუ გარეთ დარჩება, რადგან ამით ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მომავალი ეჭვქვეშ დადგება.
"რა საჭიროა 150 პარლამენტარი, რომლებიც ან უკვე იყვნენ პარლამენტში ან ისედაც გავლენ? ჩვენ ახლა გვჭირდება სხვა მიმართულება და ქვეყნის სხვა რელსებზე დაყენება, ამის გაკეთებას კი მხოლოდ მე შევძლებ", განაცხადა "ქრინჯის" (cringe) ლიდერმა.
როგორც ჩიტს ახალ პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, ზურაბ ჯაფარიძე სოლო-პოლიტიკურ კარიერას აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც "მოხოდავს".
"ჯაფარა იქნება პრემიერ-მინისტრი და ყველა მინისტრი, დანარჩენები ისედაც მინისტრები არიან აბა და...", დასძინა ერთ-ერთმა გირჩელმა, რომელიც ჩვენი მეგობარია და ამიტომ სახელს და გვარს არ ვუბაზრებთ.
აღნიშნულ ინიციატივას ცესკო ჯერ არ გამოხმაურებია.