გირჩმა ნაძალადევის მაჟორიტარად სოფო ბედიას ქმარი წარადგინა

6,092 ნახვა 1 სგ
1 სგ

ჯაფარიძე-ვაშაძე "ახალი არჩევანმა", ანუ გირჩისა და "ახალი საქართველოს" მიქსმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად სოფო ბედიას ქმარი წარადგინა.

როგორც გირჩის ოფისში აცხადებენ, კოალიციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ რაიონში, "ქართული ოცნების" კანდიდატად, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა. 

"ამ ოლქის მოსაგებად საჭიროა წონიანი ცნობილი ადამიანი, ამიტომ მიხეილ ყაველაშვილს ინტერნეტ სელებრითი, სოფო ბედიას ქმარი დავუპირისპირეთ. ის, დიდი ხანია პრესის ყურადღების ქვეშ მოეცა და ამიტომ უფასო რეკლამა გარანტირებული აქვს, საზოგადოება კარგად იცნობს და ქართულ ბომონდშიც პატივისცემით სარგებლობს", განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თავად სოფო ბედიას ქმარი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის ახალი PR ტრიუკისთვის ემზადება და სულ მალე მის შესახებ ისეთი გამოცემები დაწერენ, როგორებიცაა პრაიმტაიმი, ამბები.გე და 696969.ბბ.გე. 

ბედიას ქმრის საარჩევნო დაპირება დაუფასებელი, სხვა ადამიანების ჩრდილში მოქცეული პიროვნებების აღმოჩენა და მათი გავარსკვლავებაა. კულუარული ინფორმაციით, ის სწორედ ასეთი ადამიანების ხმა იქნება პარლამენტში.

კომენტარები