საპატრიარქო პოლიტიკოსებს ამბიონების ტრიბუნად გამოყენებას სთავაზობს

1,865 ნახვა 1 სგ
1 სგ

დღეს ორგანიზაცია  NDI-მ პოლიტიკური ძალებისა და ხალხის განწყობის შესახებ ახალი კვლევები გამოაქვეყნა. 

ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ ქართველი ამომრჩევლის 35% საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებში მღვდლის პოზიციას იზიარებს

აღნიშნული სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ არჩევნებში უფრო აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკურ პარტიებს გარკვეულ სერვისებს სთავაზობს. 

ოფიციალური ორთაჭალის შეთავაზებების პაკეტში შედის ისეთი სერვისები, როგორებიცაა:

  • ამბიონიდან მრევლისთვის მიმართვა - მაღალ რეიტინგიანი მამაოს კურთხევით. (დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში პაკეტში შევა გალობა, საკმევლის გაშვება).
  • საარჩევნო ნომრის მიხედვით ზარების დარეკვა ყოველ საათში (ანუ ნაციონალებს 5 ზარი და ოცნებას 41 და შესაბამისად სხვა პარტიებს).
  • მამაოების ჯიპების სარკეებზე პარტიის სურნელოვანი ლოგოს ჩამოკიდება.
  • ეკლესიის შესასვლელში მდგარ წიგნების დახლებზე პარტიის პროგრამისა და ბროშურების დალაგება.

და პრემიუმ პაკეტი:

  • სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან უმაღლესი სამღვდელო პირების პარტიის სასარგებლოდ ქადაგება.
  • სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, თეთრი მტრედის შემოფრენა და პარტიის ლოგოზე დაჯდომა.

როგორც საპატრიარქოში განგვიცხადეს, პაკეტების ფასები პარტიის მიხედვით იცვლება და ერთი ჯიპიდან  - 25 მილიონამდე მერყეობს. თუმცა, არსებობს ისეთი პარტიები, რომელთა მომსახურებაზეც საპატრიარქოში უარს იტყვიან. ასეთი პარტია კი ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩია. 

"მაგათ შვილო, მღვდლის ქადაგება და თეთრი მტრედის დაჯდომა კი არა, ღმერთმა რომ ჩამოსძახოს ციდან, ესე არს ძე ჩემი საყვარელიო, მაშინაც არ აქვთ შანსი", დასძინა მამა პერიკლემ, რომელიც დემოკრატიის ეპარქიის ხელმძღვანელობს.

კომენტარები