პორნოგრაფიული ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის

4,901 ნახვა 2 სგ
2 სგ

კულუარული ინფორმაციით, გასპარ ნოეს ფილმის შემდეგ "Love" შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თავისუფალ ფანტაზიებთან ბრძოლის დეპარტამენტი აპირებს გაილაშქროს ე.წ. "ქუჩის შუტკების" წინააღმდეგ.

ხსენებული დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ისეთ სიტყვათა კომბინაციების გაჟღერება საჯარო სივრცეში 55 და უფრო მეტი დეციბელის დიაპაზონზე, როგორიცაა - "ევას ბასეინი", ასევე თავისი არსით საკმაოდ ორაზროვანი საბჭოთადროინდელი სიტყვათა შეთანხმება "მეგიტარე ხიდის ქვეშ", რომელსაც ჩატარებული კვლევების მიხედვით განათლებულ გამოკითხულთა უმრავლესობა გრამატიკულად დასრულებული აზრის გამომხატველ წინადადებად, ხოლო "მეგიტარეს" არა არსებით სახელად, არამედ ზმნად თვლის და ამიტომ ღიმილიანი სახით ძალიანაც ერთაზროვნად იღებს - დაისჯება იმ რიცხვით განსაზღვრული ადმინისტრაციული ჯარიმით, რომელი რიცხვითი პასუხის მქონე მათემატიკური ამოცანების ამოღება უახლოეს მომავალში იგეგმება ალგებრა-გეომეტრიიდან საკლასო დონეზე. ამავე დონეზე იგეგმება ისეთი კვეცადი ანდა კუმშვადი ფუძის მქონე სახიფათო არსებითი სახელის ბრუნების გაუქმება, როგორიცაა მაგ. "წყალი". და ზოგადად, მორფოლოგიაში "მიცემითი" ბრუნვის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს უხამსი ასოციაცია და თუ ვერ მოხერხდება მისი გრამატიკიდან ამოღება ან სახელის გადარქმევა, იმდენს მაინც მოახერხებენ რომ ნათესაობითი ბრუნვის გვერდით არ იყოს. 

ამ წამოწყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელის განცხადებით, ის ბედნიერია, რომ თავისი ახალგაზრდული ოცნება მიცემითი ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ხორცს ისხამს საკანონმდებლო დონეზე:
- "გრამატიკაში მიცემითი ბრუნვის არსებობა ქართული მენტალიტეტისთვის, განსხვავებით ჩრდილოური თუ დასავლურ-ლიბერალური მენტალიტეტებისგან, მიუღებელია. მაგ ბრუნვამ და ნათესაობითმა კუმშვა-კვეცებმა დაღუპა სოდომი და გომორი" - დასძინა მან.

ასევე ის მოუწოდებს საქართველოს მასშტაბით კეთილმოწყობის სამსახურებსა და სხვა პასუხისმგებელ ინსტიტუციებს, რომ ყურადღება მიაქციონ, რათა იმ ქუჩის მოპირდაპირე მხარეებზე, სადაც ადამიანებს გავლა-გამოვლა უწევთ ფიცრები არ ეწყოს. რადგან იქეთაც ფიცარი და აქეთაც ფიცარი ფხვიერ ნიადაგში ჩაგდებული მარცვალია, რომელიც აუცილებლად გააღვივებს საზოგადოებაში არაეთიკურ და მართლსაწინააღმდეგო სიტყვიერად გამოხატულ გარითმულ ინტერპრეტაციებს.

საქართველოს მრგვალი მაგიდის რაინდის, რაინდ ლევან ვასაძის განცხადებით ის მზად არის მნიშვნელოვანი ფინანსები გაიღოს თავისი პროექტისთვის, რომელიც დამუშავების პროცესშია და ახალი თაობის სმარტ საცვლების (სახელწოდებით "ტაბურედკა") გამოშვებას გულისხმობს. თუ რა თქმა უნდა კონკრეტული ორგანოები ამ ნოვაციით დაინტერესდებიან. 
მისი ტარება აუცილებელი იქნება გარკვეული ასაკის მოზარდებისთვის, ხოლო ინფრაწითელი სხივებით შემოწმება თვეში ერთხელ მოხდება და დადებითი შედეგის შემდეგ ახალგაზრდა საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოთი დაისჯება. საცვლის გარეცხვა და კვალის მიჩქმალვა შეუძლებელი იქნება, რადგან ის წყალბადის ოქსიდთან შეხებაზე ხმოვანი სიგნალით მოახდენს რეაგირებას.

"რაც შეეხება სახელწოდებას - "ტაბურედკა" (Tabu (პოლინეზ.) და Редко (რუს.)) - ის სიმბოლური ფორმით გამოხატავს იმ შედეგის მიღწევას, რომელიც დავისახეთ: თუ ვერ აღმოვფხვრით ბოლო წვეთამდე ამ მავნე ჩვევას, უკიდურეს იშვიათობამდე მაინც შევამციროთ " - წერს საკუთარ ოდნოკლასნიკებზე ლევან ვასაძე.

კომენტარები