ქართველი დიზაინერები კოლექციებში ათეიზმს აღარ გამოიყენებენ

4,707 ნახვა 0 სგ
0 სგ

არმანის სახლის საპასუხოდ, რომელმაც გუშინ ბეწვეულის ნაწარმის გამოყენების შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება, წამყვანი ქართველი დიზაინერები მომავალ კოლექციებში ათეიზმს აღარ გამოიყენებენ. 

“მიუხედავად იმისა რომ ბევრი მომხმარებელი გაგვინაწყენდება, რადგან ათეიზმი ბოლო დროს მოდაშია შემოსული, ჩვენ მივიღეთ ერისა და მამულისათვის სასიკეთო გადაწყვეტილება და მომავალ კოლექციებში ათეიზმის გამოყენებას შევზღუდავთ”, განაცხადა ერთ-ერთმა წამყვანმა დიზაინერმა ანოუკიმ. “მეტსაც გეტყვით, სამომავლოდ კიდევ ერთ დიდ ქრისტიანულ საქმეს ვგევმავთ. სამღვდელოებას ახალ, უფრო ტრენდულ ანაფორებს შევუკერავთ, რომლებიც სპეციალურად მათთვის შექმნილი ფერის - ზანგი ათეისტის სულივით შავი იქნება”. 

ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მოსკოვის ფეშენ-ელიტისაგან; სასო პავლიაშვილმა დედა დაიფიცა, რომ აუცილებლად უყიდდა თავის სვეტსკაია ლვიცა მეუღლეს ათეიზმისაგან თავისუფალ შუბას. 


როგორც საქვეყნოდ ცნობილია, ათეიზმს თითქმის ყველა უცხოური მოდის სახლი იყენებს.

კომენტარები