თსუ-ს თვითმმართველობას 50 ათას დოლარიანი ხარჯი აღმოუჩინეს

9,392 ნახვა 3 სგ
3 სგ

თსუ-ს თვითმმართველობის ლიდერები კიდევ ერთ სკანდალში ეხვევეიან. მას შემდეგ რაც, სტუდენტებმა მათი ბაკურიანის ე.წ. ტრენინგების ხარჯები გაასაჯაროეს და აღმოაჩინეს, რომ სტუდენტთა პრივილიეგირებული ჯგუფი ქალაქიდან გასვლაში 29 000 ლარს იხდის, საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი. 

ახალი დოკუმენტის მიხედვით, სტუდენტურ თვითმმართველობას 50 ათას დოლარიანი ხარჯი აქვს გაწერილი, რომელიც გაურკვეველი რკინის კონტრუქციების შესაძენად იქნა გამოყენებული. საბუთში, რომელიც ჩიტს ხელში ჩაუვარდა, წერია, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ ახალი წევრების აყვანის მიზნით, მომავალში მათთვის პოლიტიკურ კარიერაში ხელშესაწყობად და სხვა მიზნებისთვის შეიძინა რკინის ყალიბები. 

ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი დაინტერესედა თუ რაში შეიძლება გამოიყენოს აღნიშნულმა ორგანიზაციამ ზემოთნახსენები ყალიბები და გაარკვია, რომ მომავალი ოდეერების, ახალგაზრდული პარტიების ლიდერების, ზონდერების, გამპრავებლებისა და სხვათა პოზიციაზე მხოლოდ ჩამოსხმა ყლეებს იღებენ და სხვა სტუდენტებისა და ორგანიზაციის არაოდიოზური წევრებისაგან მათ გამოსარჩევად სწორედ ასეთი ყალიბებია საჭირო. 

ჩიტის საგამოძიებო ჯგუფმა ისიც დაადგინა, რომ შერჩევის ამ მეთოდის დამსახურებაა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის გამოზრდილი კადრები ერთმანეთს ჰგვანან როგორც ჰაბიტუსით, ასევე ინტელექტუალური და სხვა შესაძლებლობებით. 

კომენტარები