ვასაძის მაღაზიაში ანტი-გეი ტრუსები გაიყიდება

12,071 ნახვა 8 სგ
8 სგ

ლევან ვასაძის მაღაზია "სამოსელი პირველში" უახლესი ეროვნული ტექნოლოგიით დამზადებული ანტი-გეი ტრუსები გაიყიდება. 

ქართული ეროვნული სამოსის მაღაზია ერთადერთი იქნება საქართველოში, რომელიც ამ ტიპის სამოსს გაყიდის და ქართველ მამაკაცებს გარყვნისგან დაიცავს. ანტი-გეი ტრუსი ქართული ფოლადისგან არის გამოჭედილი და მამაკაცებს უკანა ტანს უფარავს. 

"შუა საუკუნეებში ხშირი იყო ე.წ. ერთგულების ქამარი. როდესაც მეფეები და თავადები ომში მიდიოდნენ ცოლებს რომ არ ეღალატათ რკინის ტრუსებს აცმევდნენ და გასაღები თან მიჰქონდათ. ეს სამოსი ასეთ სტილშია, ოღონდ ამ შემთხვევაში მამაკაცებს დაიცავს სპონტანური გაგეიებისგან." განაცხადა ვასაძემ და თავისი ანტი-გეი ტრუსის ბოქლომი ჩარაზა, ხოლო გასაღები მტკვარში მოისროლა. 

ტრუსის დიზაინი მარტივია, ის მამაკაცს წელზე უმაგრდება, მთელს უკანალს უფარავს და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მომცრო ხვრელი აქვს დატოვებული. 

ლევან ვასაძის თქმით, აღნიშნული სამოსი ყველა ქართველი მამაკაცისთვის სავალდებული იქნება:

"ჩვენი ერი დიდი რისკის წინაშე დგას, როდის ვის გააგეიებენ კაცმა არ იცის, ამიტომ ყველა მამაკაცმა უნდა ჩაიცვას რკინის ტრიკო და დაუმტკიცოს ერს, მეზობელს, მეგობარს, ცოლს და შვილს, რომ გეი არ არის და არც ემუქრება, რომ ოდესმე გახდეს." 

რაინდის თქმით, ის და მისი გუნდი უკვე მუშაობენ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ყველა მამაკაცს დაავალდებულებს მისი გამოგონების ამოცმას, ხოლო კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ახალდაბადებულ ბიჭს დედის მუცლიდან გამოსვლისთანავე ჩააცვამენ "ვასაძის ტრიკოს." 

როგორც ჩიტს რაინდული კულუარებიდან აცნობეს, მომავალში იგეგმება ე.წ. "ნამორდნიკების" შექმნაც, რომელიც ქართველებს ორალური გაგეიებისგან დაიცავს. გვერდითა კულუარებში ეჭვობენ, რომ ლევან ვასაძე რაღაც ფეტიშისტურ გეგმას აწვება და ამიტომაც იგონებს ასეთ რაღაცებს. ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი ლევან ვასაძის სექსულურ მისწრაფებებსა და ფეტიშებს აქტიურად აკვირდება და მოველენების განვითარებისთანავე მოგაწვდით ინფორმაციას.

აღნიშნულ კონსტიტუციურ ცვლილებას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია. 

კომენტარები