შსს ბიბლიის ნაწილს დააცენზურებს

2,909 ნახვა 2 სგ
2 სგ

არგენტინელი რეჟისორი გასპარ ნოეს ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები ფილმი "love"-ის პორნოგრაფიად გამოცხადებისა და აკრძალვის შემდეგ, შინაგანს საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო სხვა ფილმებისა და ტექსტების შესწავლას იწყებს. 

როგორც ჩიტს შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით ხორციელდება.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმირი ხუნდაძე პორნოგრაფიის წინააღმდეგ იბრძვის. გასპარ ნოეს ფილმის აკრძალვა და პორნოგრაფიულ ნაწარმოებად დაკვალიფიცირება სწორედ ამ ბრძოლას უკავშირდება."  განაცხადეს შსს-ს პრეს-სამსახურში. 

შსს-სა და დიმიტრი ხუნდაძის აზრით, პორნოგრაფია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყველა წყაროდან უნდა ამოიძირკვოს. შესაბამისად, ეს კამპანია ქართველი ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნიდან, ბიბლიიდან უნდა დაიწყოს. 

"პირველ თავებში ადამი და ევა შიშლიკანები დარბიან. მე გეკითხებით, ბავშვი რომ ამას წაიკითხავს, ხომ შეიძლება ნუდისტური გავლენა განიცადონ და თვითონაც დაიწყონ შიშვლებმა ტანტალი. ეს კი მათში პორნოგრაფიულ ფიქრებს გააღვივებს." დასძინა ხუნდაძემ. 

შინაგან სამინისტრო ამჟამად აქტიურ საგამოძიებო პროცესშია, როგორც ჩიტს პოლიციური კულუარებიდან შეატყობინეს, ბიბლიის ყველა ოჯახიდან და წიგნის მაღაზიიდან ამოღება, შესაბამისი ფურცლების ამოხევა და უკან დაბრუნება იგეგმება. 

საპატრიარქოს განცხადებით შსს-ს აღნიშნულ მოქმედებასთან არათუ არანაირი პრეტენზია არ აქვთ, არამედ პირიქით, მიელსამებიან კიდევაც. მათი თქმით, ეკლესია-მონასტრებში არსებული ყველა ბიბლიიდან კონტროვერსიული ფურცლები ამოღებულია და მხოლოდ ის ტექსტი ისწავლება და იკითხება ქადაგებებისას, რომელიც ყველასთვის მისაღებია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის მიზნით, მათ საკუთრებაში არსებული ბიბლიები პოლიციის უახლეს შენობაში ან პატრულის ეკიპაჟთან დატოვონ. 

"ჩვენი თანამშრომლები ძალიან დაკავებულები არიან პრონორგრაფიული მასალისა და 0,00789 გრამი ბიოების ამოღებით, ამიტომ ერის კიდევ უფრო გაჯანსაღება რომ არ გაგვეჯანჯლოს მოქალაქეებს ვთხოვთ დაგვეხმარონ." 

კომენტარები