ცხადდება ვაკანსია უმცროსი პორნოგრაფოლოგის პოზიციაზე

3,176 ნახვა 2 სგ
2 სგ

საქართველოს მთავრობა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პორნოგრაფოლოგის პოზიციაზე. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. ინგლისური ენა (ფლუენტ).
2. პორნოგრაფიული მასალის გამოაშკარავება.
3. გამოაშკარავებული პორნომასალის გადახარისხება დანაშაულისა და მისაღები სანძრევი ნორმების ფარგლებში.
4, ყოველწლიური ანგარიშისა და რეკომენდაციული მონაცემების ცხრილის სახით ჩაბარება (შინაგან საქმეთა სამინისტროს პორნოგრაფოლოგთა განყოფილებაში).
5. თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი საჩუკენო საქმიანობისგან (კანდიდატი შემოწმდება აკრედიტებული სანძრევი სკალირების სისტემით). 


უკვე არსებული მონაცემებით, დღეს-დღეობით, პორნოგრაფოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია (პსა) ყოველწლიური შემოწირულობის სახით საქართველოს მილიონობით პორნო მასალასა და უფასო ლუბრიკანტს უგზავნის, რომელსაც სტრუქტურები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დანიშნულებით - კვლევითი სახით - იყენებს. შესაბამისად მოთხოვნა ეხება არამხოლოდ პორნოგრაფიული მასალის გამოაშკარავება-აღმოფხვრას, არამედ პსა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობას.

ვაკანსია ცხადდება ლევან ვასაძის, დიმიტრი ხუნდაძის, გოგი თოფაძისა და საქართველოს ანტიმნძრეველთა ასოციაციის სრული მხარდაჭერით. 

აპლიკანტებმა, სურვილის შემთხვევაში, მონაცემები უნდა გადმოაგზავნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტის პორნოგრაფოლოგთა განყოფილებაში (ან ფიზიკური სახით წარადგინონ მონაცემები ამავე განყოფილებაში) შემდეგი სახით:

1. CV ფოტოსურათით (სასურველია, დედაკაცთათვის ჩიხტიკოპით, ხოლო მამაკაცთათვის ჩოხა-ახალუხით). 
2. მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული დამადასტურებული მოწმობა, იგივე დიპლომი. 
3. ცნობა პორნოგრაფიული მუხლით ნასამართლეობის შესახებ.

გმადლობთ ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 

   

კომენტარები