გიორგი გაბედავას სტუმრობის შემდეგ თსუ-მ მსოფლიო რეტინგში დაიწია

6,925 ნახვა 8 სგ
8 სგ

"ცოდნის თეთრ ტაძრად" წოდებულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გუშინ საღამოს იზარალა. შენობაში ინდივიდი გიორგი გაბედავასა და მისი თანამოაზრეების შებიჯებამ უარყოფითად იმოქმედა უნივერსიტეტის მსოფლიო რეიტინგზე და საერთო საგანმანათლებლო სიაში 69 ადგილით დასწია. 

როგორც თსუ-ს რექტორის აპარატში აცხადებენ, გაბედავასა და მისი თანამოაზრეების რამდენიმე საათიანი ბოდიალის შედეგად სასწავლებლის ინტელექტის კოეფიციენტის საერთო მაჩვენებლი დავარდა და მინუსებში გადავიდა. 

"ჩვენი სტუდენტები ისედაც არ წყვეტენ ვარსკვლავებს და ახლა ესეც დაემატა." გადარეულია რექტორი. 

რეიტინგის ცვლილება არამარტო ამჟამინდელ, არამედ თსუ-ს ყოფილ სტუდენტებზე და მათ დიპლომებზეც იმოქმედებს. საერთაშორისო სასწავლო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა დიპლომი გაუქმებულად იქამდე გამოცხადდა, ვიდრე სასწავლო დაწესებულების ამჟამინდელი საერთო ინტელექტუალური კოეფიციენტი (სიკ) არ აიწევს. 

უნივერსიტეტის მდგომარებით შეშფოთებულია ეროვნული ბანკიც, რომელმაც თსუ-ს რეიტინგში აწევისთვის 10 დღიანი ვადა გამოუყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი 5 ლარიანი კუპიურიდან 20 თეთრიანზე გადავა. 

თსუ-ს ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო შესაბამისი ზომების გატარება. დღეს დილით უნივერსიტეტის შენობაში არ შეუშვეს თემქელი ყმაწვილი, რომელსაც უბნური სტერეოტიპის თანახმად მაინც და მაინც წარჩინებული აკადემიური მოსწრება არ უნდა ჰქონოდა, თუმცა თავად დაზარალებული აღნიშნავს, რომ მსგავსი დამოკიდებულება და ადამიანთა განსხვავებულობის გამო სტიგმატიზირებაა უნივერსიტეტის ამჟამინდელი მდგომარეობის მიზეზი. გარდა უბნური დიფერენციაცისაა რექტორის აპარატი ე.წ. "მაღლივი" კორპუსის დამოუკიდებელ სასწავლო დაწესებულებად გაყვანაზეც მუშაობს. 

უნივერსიტეტის გადარჩენის პროცესში ჩაერთო თვითმმართველობაც, რომელმაც სასწარფოდ წესით შეწყვიტა სამეცმიერო ექსკურსია კაჭრეთის ჩემპიონში და თბილისში გამოეშურა, რათა უსწრაფესად დააორგანიზოს გივი სიხარულიძისა და მამა თეოდორეს ლექციები, რომლებიც უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. 

ლადო პაპავას თქმით, აღნიშნული ღონისძიებები საკმარისი არ არის და საჭიროა თსუ-ს მთელი ინტელექტუალური რესურსის მობილიზება, სწორედ ამიტომ ის უნივერსიტეტის მემარცხენე სტუდენტებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი გაუგებარი ტერმინებითა და უცნობი ფილოსოფოსების გვარებით გაჯერებული სტატუსები გამოაქვეყნონ ფეისბუქზე ჰეშტეგით #თსუსმემარცხენედისკურსითრენესანსი. 

გიორგი გაბედავა შექმნილ სიტუაციაზე მოკლე კომენტარს აკეთებს, "ყლეზე მკიდია." დასძინა მან. 

კომენტარები