ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე რელიგიური გრძნობების გაიდლაინზე მუშაობენ

3,096 ნახვა 3 სგ
3 სგ

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯრომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე, მოაზროვნე და ინტელექტუალი გედი ფოფხაძე, ამავე კომიტეტის მიერ განხილული და დამტკიცებული კანონპროექტის დაზუსტებაზე მუშაობენ. 

კანონპროექტი, რომლის ინიციატივაც სოსო ჯაჭვლიანს ეკუთვნის, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას დასჯადს ხდის. თუმცა, აღნიშნული ტერმინი ჯერ-ჯერობით აბსტრაქტულია და დაზუსტებას საჭიროებს. სწორედ ამ მიზეზის გამო მოაზროვნე და ინტელექტუალი გედი ფოფხაძე, ეკა ბესლიასთან ერთად რელიგიური გრძნობების გაიდლანზე მუშაობს. 

პირველ ეტაპზე იგეგმება რელიგიური სენსიტიურობის დადგენა, რომელიც ფოკუს ჯგუფთან მუშაობისას დადგინდება. 

"შევარჩევთ რამდენიმე ჩვეულებრივ ადამიანს და ვაჩვენებთ სხვადასხვა პოსტებს, ფოტოებს, მოვასმენინებთ სიმღერებს, წავაკითხებთ... უკაცრავად,  წავუკითხავთ! ამონარიდებს წიგნებიდან, ვაჩვენებთ ვიდეოებს იუთუბზე და გავზომავთ რამდენად აღშფოთდებიან. შედეგად შედგება რელიგიური გრძნობების საერთო შკალა, რომლითაც განისაზღვრება რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული განცხადება თუ ხელოვნების ნიმუში ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. 

შკალაზე ყველაზე დაბალი და შესაბამისად არადასჯადი მაჩვენებელია "ნუ აი რა არის ეხლა ესა! ჰა?" ხოლო ყველაზე მაღალი და შესაბამისად, უმაღლესი ზომის სასჯელის მატარებელი იქნება "ნომრები დაწერეთ, ჩემი დედამოვტყან, ბიჭო!"

ფოფხაძის და ბესელიას განცხადებით, მართლმადიდებელ ქრისტიანებს (და რა თქმა უნდა სხვებსაც) გინება არ უყვართ და არც შეშვენით და თუ ადამიანი ან მისი განცხადება მათ იმ დონეზე მიიყვანს, რომ გინებისა და ჩხუბის სურვილი გაუჩნდებათ, გამოდის, რომ რელიგიური გრძნობები ძალიან შელახულია, მეტი რო არ შეიძლება ისე. 

რელიგიური გრძნობები შეიძლება ნებისმიერიმა რამემ შეურაცხყოს, მაგალითად, ეკა ბესელიას რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ მისი შვილი მამა იოანესთან არის ხოლმე ფოთში. 

პროქეტის ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანი ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს, რადგან მისთვის ამ თემაზე შეკითხვის დასმაც კი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. 

კანონდამრღვევები ჯარიმებს პირდაპირ საპატრიარქოს ბიუჯეტში გადარიცხავენ. 

 

 

კომენტარები