საქართველოს 14 217 მოქალაქე ოფიციალურ დებილად გამოცხადდა

79,430 ნახვა 14 სგ
14 სგ

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 14 217 მოქალაქე ოფიციალურად გამოცხადდა დებილად. 

აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც NBA All Star-ისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და დალას "მავერიკსის" წევრი ზაზა ფაჩულია მეოთხე ადგილზე გავიდა. ფაჩულია ტოპ-სამეულს მხოლოდ 14 217 ხმით ჩამორჩა.

როგორც #NBAvote-ის დამთვლელმა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ დაასკვნა, საქართველოს ნაკრების კაპიტანს სწორედ ის ხმები დააკლდა, რომლებიც არასწორ ჰეშთეგებზე, #HBAvot (ჰბავოთე), #NBAbote (ნბაბოთე) და #MBAvote (ემბიეივოთე)-ზე აკუმულირდა. 

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ლათუნური N-ს მაგივრად H გამოიყენეს, რადგან კირილიცის "ნ"-ში აერიათ, ასევე ადამიანები, რომლებსაც ლათინური V და კირილიცის B აერიათ ერთმანეთში, დებილების წოდებას იმსახურებენ. აღნიშნულ ჯგუფს დაემატებიან ის ადამიანები, რომლებსაც NBA და MBA ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან, რადგან დიდი ხანია საავანტყოფოსა და საავადმყოფოს და რეანიმაციას და რეამინაციას ურევენ ერთმანეთში და არც "შეურაცხყოფის" დაწერა იციან სწორად. 

პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, 22 იანვარი ოფიციალურად 14 217 დებილის ხსენების და შესაბამისად უქმე დღედ გამოცხადდა. როგორც ჩიტის დროში მოგზაური კორესპონდენტი იტყობინება, თბილისში 100 წლის შემდეგ უკვე არსებობს 14 217 დებილის სახელობის მოედანი, რომელზეც მომავლის თბილისელები ყოველ 22 იანვარს იკრიბებიან და უნარების ტესტს ფეხს აბიჯებენ. 

როგორც ჩვენთვის საპრეზიდენტო კულუარებიდან გახდა ცნობილი, დებილთა სიაში რამდენიმე ცნობილი სახე, ნარკო-ტრაფიკერი და კანონიერი ქურდიც მოხვდა, თუმცა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მეცადინეობით ისინი სიიდან ამოიღეს და კვლავ არადებილთა რიგებში გადაწერეს. 

 

კომენტარები