პუტინი საქართველოს: "ევროკავშირზე უფრო კაი რამეებს გთავაზობთ!"

12,464 ნახვა 3 სგ
3 სგ

საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას ჩვეული ქართველთმოყვარული ენთუზიაზმით შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაზე "უფრო კაი რამეები" შესთავაზა. 

კრემლში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ვლადიმერ პუტინმა ქართველი ხალხის დაცვის რამდენიმე ნაბიჯიანი გეგმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ეთანხმება საქართველოს უტარო დროშას, ბატონ ლევან ვასაძეს და ფიქრობს, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ქართველ ერს გადააგვარებს. 

"მე მზად ვარ დავიცვა საქართველო მოახლოებული საფრთხისგან და ამიტომ გთავაზობთ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და არა მარტო ამას!" განაცხადა პუტინმა. 

მისი თქმით, ქართველი მამაკაცების მოსაზიდად და მათი თვითშეფასების ასამაღლებლად "იძინაია რასიას" წევრი მდედრები ყველა მათგანს გაუწევენ პარტნიორობას, ხოლო მოსკოვის მერიის ინიციატივით ქალაქში მდებარე ბეტონის ყველა ნაგებობა დაიბზარება, რათა ქართველებმა ადვილად მოახერხონ თავიანთი ბალაყანებით დალეწვა. პუტინის აზრით, აღნიშნული აქცია უმალ აუმაღლებს ქართველ მამაკაცებს თვითშეფასებას, რაც გამოიწვევს ოჯახის განმტკიცებასა და ქართველი ქალების დაკმაყოფილებას. "მოგეხსენებათ ქართველ ქალებს მაჩო და მოგულავე მამაკაცები უყვართ, შესაბამისად მათი ქმრების გაგულავება ჩვენს მინდორ-ველებში უმალ გამოიწვევს მოსახლეობის სრულ დაკმაყოფილებას. 

ჩიტის კორესპონდენტის შეკითხვაზე, დააბრუნებს თუ არა რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა: "ახლა ძაანაც ნუ გადაიჯვამთ!"

კომენტარები