ანგელა მერკელმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე თაგი მოხსნა

11,314 ნახვა 2 სგ
2 სგ

დღეს დილით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მაღალი დონის შეხვედრის ამსახველი ფოტო, სადაც ამ დრომდე დათაგული იყო ქალბატონი ანგელა. 

თუმცა, როგორც ჩიტს ფეისბუქიდან აცნობეს, გაურკვეველი მიზეზების გამო, გერმანიის კანცლერს ეს ფოტო თავის თაიმლაინზე არ გამოუჩენია, მეტიც, სულ რამდენიმე წუთის წინ, ანგელა მერკელმა აღნიშნულ ფოტოს საკუთარი თაგიც მოხსნა.

რა გახდა ამ ქმედების საფუძველი და უნდა ველოდოთ თუ არა იმავე ნაბიჯს ამერიკის პრეზიდენტისგან (მისი თაგი ჯერჯერობით ისევ ადგილზეა), ამ საკითხის შეფასება სოციალური მედიის ექსპერტებმა უკვე დაიწყეს. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაღალი რანგის ადამიანი ასე იქცევა საქართველოს პრემიერთან, შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ფრანსუა ოლანდის მიერ ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე Unfollow-ს დაჭერას მოჰყვა დიდი ხმაური. ზოგადად თაგებიც და ლაიქებიც მიღებული პრაქტიკაა დასავლურ ქვეყნებში და როცა თაგის მოხსნა ხდება, ეს არის დიპლომატიური სიგნალი, რომელიც ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ" ასტატუსებს ფეისბუქის საკითხებში ერთერთი ცნობილი ექსპერტი Gauqmebulia Gauqmebulia.

ემუქრება თუ არა სრული იზოლაცია საქართველოს პრემიერს ფეისბუქში, ამას ჩიტი ამ წუთებში, როგორც გერმანიის, ისე საქართველოს მთავრობებთან არკვევს.

კომენტარები