სამუშაო ადგილების გამოთავისუფლების მიზნით გათხოვილი ქალები სამსახურს დატოვებენ

5,018 ნახვა 2 სგ
2 სგ

დღეს, ჰოლიდეი ინ-ში, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს მისი გადაცემის დახურვის მიზეზი განუმარტა. „მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა,“ - განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.

ამ ფაქტს ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. მეჭიაურის ინიციატივით ეროვნული თვითშეგნება გვაიძულებს გათხოვილმა ქალმა ითავოს დიასახლისის ფუნქციები, დატოვოს სამუშაო ადგილი და მოუაროს ოჯახს. „სწორედ ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, გათხოვებისთანავე გათავისუფლდნენ ქალები სამსახურებიდან, რითიც ხელს შეუწყობენ სამუშაო ადგილების გამოთავისუფლებას და ქვეყანაში უმუშევარ ქალწულთა რიცხვის შემცირებას.“ - თქვა მან.

მეჭიაურის ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ პრეზიდენტთან დაპირისპირებული დეპუტატები და მხარი დაუჭირეს იდეას, რადგან თვლიან, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილი კვლავ დაუბრუნდება საქსოვ ჩხირებს.

იდეის განხილვა ქართველ ქალთა ღირსების კომიტეტში, ოქტომბრის თვეში დაიწყება.

კომენტარები