რომან შიროკოვი: "მესხიც ვიცი, ყიფიანიც, ჩივაძეც და იასონიც პირველი მერცხალიდან!"

5,828 ნახვა 1 სგ
1 სგ

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი რომან შიროკოვი ლაიონელ მესის განცხადებას გმობს. ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავმა ქართველი ჟურნალისტის კითხვას, სმენოდა თუ არა მას მიხეილ მესხის შესახებ, მესიმ უარყოფითად უპასუხა და აღნიშნა, რომ არც მიხეილ მესხის და არც ქართული ფეხბურთის შესახებ სმენოდა რამე. 

ერთმორწმუნე ერის წარმომადგენელმა, მესის განცხადება დაგმო და განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს და ყველა საფეხბურთო მოღვაწეს ძალიან კარგად იცნობს. "მე მესხიც ვიცი, ყიფიანიც, ჩივაძეც და პირველი მერცხალიც ნანახი მაქვს, ფეოლაც, ბურთი და მოედანიც და ყოველ 13 მაისს თბილისის დინამოს სადღეგრძელოსაც ვსვამ." დასძინა შიროკოვმა.

მისივე თქმით, მესის გაუნათლებლობა და ქართული ფეხბურთის არცნობა, ევროპისა და დასავლეთის დამოკიდებულების მაჩვენებელია. 

"აი, აქ ჩანს განსხვავება რუსეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ ვიცით ქართველი ფეხბურთელები და პატივს ვცემთ ქართულ ფეხბურთს. ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელებიც ჩვენი მეორე ლიგის გუნდებში იზრდებიან და იწრთობიან." - განაცხადა შიროკოვმა. 

რუსეთის ნაკრების კაპიტანი ყველა ქართველ გულშემატკივარს მოუწოდებს, ბარსელონასა და სხვა ევროპული გუნდების ნაცვლად - რუსულ გუნდებსა და რუსეთის ნაკრებს უქომაგონ. 

კომენტარები