NASA მამა ანთიმოზს პასუხობს

8,742 ნახვა 0 სგ
0 სგ

მამა ანთიმოზის განცხადებას დედამიწაზე დატევისა და ხალხის დაბოლების შესახებ ნასა გამოეხმაურა. 

როგორც ნასას ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მამა ანთიმოზს ყველასთვის შეუძლია ხმის მიწვდენა და რა გასაკვირია, რომ ჰიუსტონამდეც ჩაეღწია. მისივე თქმით, ნასა ყურადღებით გაეცნო არქიმანდრიტი ივერიელის განცხადებას და ინჟინერთა, ასტროფიზიკოსთა და ასტრობიოლოგთა ჯგუფმა სპეციალური განცხადება შეიმუშავეს, რომელიც ამომწურავად გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"011011100111010100100000011100110110100001100101011001110111011001100101011000110110100101

110100001000000110110101100001011011010110000101101111"

შეგახსენებთ, რომ მამა ანთიმოზმა Kepler-452b-ის აღმოჩენასთან დაკავშირებით, NASA-ს ხალხის მოტყუების შეწყვეტისაკენ მოუწოდა და ცაში არარსებული რაღაცების შექმნა დაგმო. 

კომენტარები