მასონები: "საქართველო და ქართველები ყლეზე გვკიდია"

20,949 ნახვა 3 სგ
3 სგ

სრულიად დედამიწის მასონთა ლოჟის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ სკანდალური განცხადება გაავრცელეს. განცხადების ტექსტში მხოლოდ ერთი წინადადება წერია: "საქართველო და ქართველები ყლეზე გვკიდია!" 

როგორც ჩიტს სანდო მასონურმა ყოვლისმჭვრეტელმა წყარომ განუცხადა, მასონთა ლოჟას ყელში ამოუვიდა მათი სახელით მანიპულირება და გადაწყვიტა საქართველოში არსებულ მასობრივ ისტერიას გამოხმაურებოდნენ. 

"ჩვენთვის ვიკრიბებით ხოლმე, ვიცვამთ ამ კაბებს თუ რა ჯანდაბა ქვია და ვთამაშობთ ბრიჯს, პოკერს, უნოს, ნარდს, ჯოკერსაც ხანდახან და ვბჭობთ მსოფლიო პოლიტიკაზე, ვსვამთ ჩაის, ვეწევით სიგარებს და ჭიას ვახარებთ და ნუ შეგვეცით, რა! ძალიან გთხოვთ." ხელები გაასავსავა ყოვლისმჭვრეტელმა წყარომ და თვალი ჩაგვიკრა. 

ჩვენი ინფორმაციით მასონთა ამ განცხადებას მასობრივი ისტერია მოჰყვა საქართველოში, რადგან რამდენიმე ადამიანმა უცებ აღმოაჩინა, რომ მთელი ცხოვრება და ენერგია იმ ძალის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა, რომელსაც ინდეფერენტული დამოკიდებულება აქვს ჩვენი ერის მიმართ. 

"ანუ რა გამოდის? განსაკუთრებული ერი არ ვართ?" გაოცდა ერთ-ერთი პატრიოტი, რომელმაც ემოციების დაოკების შემდეგ ვეფხისტყაოსნის წაკითხვა გადაწყვიტა. "ბოლოს და ბოლოს ხო უნდა ვიცოდე, რის დაცვას შევალიე მთელი ცხოვრებაო."

მასონთა განცხადება სასტიკად დაგმო ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, ეს ამდენი უმუშევარი ხალხი რაღაცით იყო აქამდე დაკავებული, აქციებს მართავდა, იბრძოდა, კითხულობდა და ლოცულობდა და ახლა გაუგებარია მათ რა ჯანდაბა უნდა უყონ. "საიდან მოვიტანო ახლა მე ამდენი სამუშაო ადგილი?"

სანდო წყაროს ცნობით, პანიკაა გაზეთ ასავალ-დასავალშიც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გაზეთის რედაქციაში აღარ იციან რაზე დაწერონ. "ჯერ ნაციონალები წაბნელდნენ და წაშავდნენ, ახლა მასონები..." ნაღვლიანად დასძინა ლაშა ნადარეიშვილმა და ნაგვის ყუთში თეთრი ფურცელი მოისროლა, რომელზეც უმუზობის გამო ლექსი ვეღარ დაწერა. 

ქართველ ექსპერტთა თქმით, ამ განცხადებაში საგანგაშო არაფერია და ქვეყანას კიდევ აქვს გადარჩენის შანსი, ვიდრე ტელევიზიები ლათინო-ამერიკულ სერიალებს უჩვენებენ. 

კომენტარები