ბიძინა ივანიშვილი პირად ზოოპარკში საზოგადოებას შეუშვებს

12,117 ნახვა 2 სგ
2 სგ

საქართველოს ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოების წინაშე ახალი ინიციატივით წარსდგა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის პირად მფლობელობაში არსებული ზოოპარკით სარგებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება. 

"ვიდრე ახალი ზოოპარკი აღსდგება ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს ცხოველების მონახულების საშუალება არ უნდა დაეკარგოთ. სწორედ ამიტომ, დღეიდან ჩემი სახლის კარი ყველა მათგანისთვის ღიაა." - დასძინა მან. როგორც ივანიშვილის განცხადებით ირკვევა, მის ზოოპარკში ამჟამად რამდენიმე ზებრა, ზვიგენი, პინგვინი და 88 მოჰომოსაპიენსო არსება ცხოვრობს, რომელთა მონახულება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

"დაცვა გაფრთხილებულია და პირდაპირ ამოდით. თუ მეცლება პირადად მე გაგიწევთ მეგზურობას და მოგიყვებით ამ საოცარი ცხოველების შესახებ." - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე განცხადებით, საშვებისა და ბილეთების ნაცვლად დაცვის წევრებს ჯადოსნური სიტყვა "აშმალახა" უნდა უთხრათ და სოლოლაკის რეზიდენციის ყველა კარი მაშინვე გაიღება. 

კომენტარები