პეტიცია ზოოპარკის ადგილას სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მოთხოვნით

14,087 ნახვა 5 სგ
5 სგ

ზოოპარკის ადგილას დიდი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მოთხოვნით, ქართველი მართლმადიდებელი მრევლი 14 ივნისს, პატრიარქის წირვის დასრულებისთანავე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას შეუდგა.

(პეტიციის ლინკი: http://manifest.ge/main/item/343 )

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საპატრიარქოს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ცოდვიან ადგილას ვერაფერი ვერ გაიხარებს სიწმინდის გარდა, ამიტომ მოვითხოვთ, აშენდეს ზოოპარკის ადგილას დიდი სამონასტრო კომპლექსი, ეკლესიებით, ტაძრებით, საცხოვრებელით და მოკლედ, თავისი პრიბამბასებით" - ნათქვამია პეტიციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით 15 ივნისს საპატრიარქოს სფოუქსმენმა, მიქაელ ბოტკოველმა ინტერპრესნიუსთან საუბარში თქვა: "ჯერ აქაურობა ძალიან გასაწმენდია და მითუმეტეს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ზოგადად, ცუდი არ იქნება, თუ ამ ტერიტორიას საპატრიარქოს გადმოსცემენ, ჩვეულებისამებრ, 1 ლარად. ოღონდ ჯერ კაი იქნება მოხალისეებმა კარგად დაასუფთაონ აქაურობა, ჩვენი მრევლი კი თავის მხრივ იუსტიციის სახლისა და პარლამენტის შენობებს გაამაგრებს, რომ ამ უბედურების ჟამს ID ბარათები არ შემოგვტენონ." 

ცნობილია, რომ დიდი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას დადებითად აფასებს და უახლოეს მომავალში ერთ საქველმოქმედო კონცერტს მიუძღვნის ფონდი იავნანა, აღნიშნულ კონცერტს ტინა კანდელაკი წაიყვანს. თავად პაატა ბურჭულაძე კი პეტიციის ხელმომწერთა პირველ საპატიო ათეულშია.

ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე, პეტიციას ამ დროისთვის 100,000 ხელმომწერი ჰყავს.

კომენტარები