ნარმანია: "ხეებს იმიტომ ვჭრით, რომ ჩემი ხეებისთვის გათავისუფლდეს ადგილი"

20,155 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისის მერი დავით ნარმანია მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. დღეს დილას, თბილისში იპოდრომთან ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ რამდენიმე ხე მოჭრა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხეების მოჭრის ნებართვა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ იყო გაცემული. 

მსგავსი ნებართვები ახალი მერის ადამინისტრაციის პირობებშიც იმავე ინტენსიურობით გაიცემა, რაც წინა ხელისუფლების დროს. თუმცა, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება ერთი მილიონის ხის დარგვა იყო, შესაბამისად, ხეების გაჩეხვა პირდაპირ ეწინააღმდეგება დედაქალაქის მერის დანაპირებს. 

მოსახლეობის საგონებელიდან ამოყვანის მიზნით, დავით ნარმანიამ დღეს კომენტარი გააკეთა და ყველა დაარწმუნა, რომ თბილისის გამწვანება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

"ამ ხეებს ვჭრით იმისათვის, რომ დავრგოთ ჩემი ხეები. სამწუხაროდ თბილისის ტერიტორიაზე მილიონ ხეს ვერ ვატევთ და ამიტომ ნერგების როტაცია უნდა გავაკეთოთ."

ნარმანიას თქმით, როგორც კი ახალი ხეები გაიზრდება, ისინი კვლავ გაიჩეხება და მათ ადგილას კიდევ უფრო ახალი ნერგები ჩაიყრება. 

"ტყე და ხე არის განახლებადი რესურსი, ხალხო, რა გჭირთ?" ხელები გაასავსავა მან. 

კომენტარები