სასწრაფოდ: საკრებულომ ცხოველებისთვის მხეცის ნიშანის დასმა დააკანონა!

5,005 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი დაამტკიცა. აღნიშნული ნორმატიული აქტი ცხოველთა  პატრონებს ავალდებულებს შინაური ცხოველები დაჩიპონ. 

როგორც დამტკიცებულ წესშია ნათქვამი, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ცხოველი შესაბამის უწყებაში დაარეგისტრიროს, ხოლო რეგისტრაციის მომენტში ან ერთი თვის ვადაში მას მიკრო ჩიპი ჩაუდგას კანქვეშ. ამ ვალდებულებას საკრებულოს წევრები ცხოველისა და მისი პატრონის კეთილდღეობით ამართლებენ. 

"ჩიპის ჩადგმის შემდეგ ძაღლი ან კატა აღარ დაიკარგება. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება სანავიგაციო სისტემით, რომლის დახმარებითაც პატრონს შეეძლება თავის საყვარელ არსებას მიაგნოს და სახლში წაიყვანოს." - საყვარლად აღნიშნა ანონიმურმა წყარომ საკრებულოდან. 

თუმცა, როგორც ბრიტანელი მეცნიერების ქართველი კოლეგები განმარტავენ, აღნიშნული ჩიპები მხეცის ნიშანს ატარებენ და ძაღლებისა და კატების დაჩიპვა მუხანათური გეგმაა, რომლითაც სატანა შეეცდება ჩვენს სახლებსა და სულებში შეამოაღწიოს. 

"ჯერ ძაღლებს და კატებს დაჩიპავენ და მერე ჩვენზეც გადმოვლენ." დასძინა ერთ-ერთი ბრიტანელი მეცნიერის ქართველმა კოლეგამ. 

პარლამენტის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ძალიან ცუდად იმოქმედებს საზოგადოებაზე. მისი თქმით, ეს არის საზოგადოების შემზადება. "დაჩიპავენ ძაღლებს და მერე გვეტყვიან, აი, ხომ ხედავთ არაფერი მოუვიდათ, ახლა ადამიანებიც დავჩიპოთო და მთელ საქართველოს მხეცის ნიშნით დაგვბეჭდავენ." 

ცხოველთა დაჩიპვის საწინააღმდეგო აქცია დღეს თბილისის საკრებულოსთან 18:30 სთ.-ზე გაიმართება. 

კომენტარები