ინგილო ქალმა იენს ლემანს თავზე ფლომასტერები დააყარა

8,411 ნახვა 2 სგ
2 სგ

გერმანიის ნაკრების ყოფილ მეკარეს, იენს ლემანს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა და თბილისი ნაცრისფერ ქალაქად მოიხენია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ინგილო ქალმა ფლეშმობი მოუწყო. 

ალექსანდრპლაცზე მოსეირნე ლემანს მოულოდნელად თავზე ფერადი ფანქრები და ფლომასტერები დაეყარა. 

როგორც ჩიტს სანდო გერმანულმა, ექიმის ნახმარმა წყარომ აუწყა, ლემანის გაოცებას საზღვარი არ ჰქონია, როდესაც ერთ-ერთ ხეზე შემომჯდარი გოგონა დაინახა, რომელმაც ნიშნის მოგებით ჩამოსძახა: "თვალები გაიფერადე, სანამ ამოგკაწრეო." 

თუმცა, რამდენიმე წუთში გოგონა დააკავეს და დეპორტაცია გაუკეთეს. როგორც აღმოჩნდა ფანქრები და ფლომასტერები მოპარული იყო, ხოლო გოგონა ორგანიზებული ქართული დამნაშავე ჯგუფის წევრი გახლდათ.

ჯგუფის წევრთა გარდერობი ძირითადად შავი და ნაცრისფერი ტანსაცმელისგან შედგებოდა. 

კომენტარები