ვლადიმერ პუტინი გია ჯაჯანიძის შოუში გამოჩნდება

9,724 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - ვალდიმერ პუტინი თავისი გარდაცვალების შესახებ ჭორების გასაქარწყლებლად საჯაროდ გამოჩენას შემდეგ ხუთშაბათს გეგმავს. 

კრემლის ოფიციალურმა სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს დილით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას აუწყა, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე თავს კარგად გრძნობს და სულაც არაა მკვდარი, ხოლო მტრებისა და გია ჯაჯანიძის კონკურენტი შოუს წამყვანების ჯინაზე, ის შემდეგ ხუთშაბათს იმედის ეთერში გამოჩნდება. 

პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი გია ჯაჯანიძის შოუს ერთგული მაყურებელია და დიდი ხანია იქ მოხვედრა უნდა. "ამაზე უკეთეს დროსა და თემას ვერც კი მოვიფიქრებდით. ეს იქნება ჯაჯანიძე-პუტინის ტანდემის ტრიუმფი!" დასძინა პესკოვმა. 

კრემლის სპიკერმა საზოგადოებას ისიც გაუმხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ნოდარ მელაძის გადაცემაშიც უნდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაშინ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოში შემოსვლა შეუძლებელი იყო, ხოლო ახლა თავისუფლად სუნთქვაა შესაძლებელი. 

პუტინისა და ჯაჯანიძის თანამშრომლობას უარყოფითად აფასებენ ნანუკა ჟორჟოლიანი, მაია ასათიანი და ეკა ხოფერია. მათი თქმით, პუტინის სიკვდილის ჭორები სპეციალურად ამ შოუს მოსამზადებლად და რეიტინგის ასაწევად გავრცელდა. 

"ეს არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, რომელშიც გია ჯაჯანიძეც მონაწილეობს და ემსახურება ჩვენს ჩაძირვას!" აცხადებენ ტელეწამყვანები. 

"სხვა რაკურსის" პროდიუსერის განცხადებით, მომდევნო გადაცემაში მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება, ხოლო დარბაზში მხოლოდ რჩეულები მოხვდებიან. ასეთი პატივი აქამდე მხოლოდ გია სურამელაშვის ხვდა წილად, რაც ჩვენი ინფორმაციით ვლადიმერ ვლადიმერის ძეს კიდევ უფრო უხარებს გულს. 

კომენტარები