ბიძინა ივანიშვილს ახალი გატაცება გამოუჩნდა

9,544 ნახვა 2 სგ
2 სგ

დღეს, ორგანიზაცია "მოქალაქემ" ბიძინა ივანიშვილი შესახებ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადების ტექსტიდან ხდება ცნობილი, ქართველ მეცენატსა და ქველმოქმედს პოლიტიკის, სერიალის გადაღებისა და ჟურნალისტიკის შემდეგ ახალი ინტერესის სფერო გამოუჩნდა.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი უკვე პოემაზე მუშაობს, რომლის ნაწყვეტიც ჩიტს ორგანიზაცია "მოქალაქის" პრესცენტრმა მიაწოდა. განცხადების მიხედვით, იგეგმება რომ აღნიშნული ნაწარმოები ვეფხისტყაოსანს არ უნდა ჩამოუვარდეს როგორც მოცულობით, ასევე სიბრძნით.

ჩიტი უცვლელად გთავაზობთ პოემის მოპოვებულ ფრაგმენტს:

მე რაც ვარ პოლიტიკაში, ოთხი წელი მიილია. ხომ შევსვი ქალი ბუტკაში, ისადგურებს იდილია.

უკეთესი ქვეყანაა ბრმაც კი დაინახავს ამას, გავხსენით ასი ქარხანა, ველოდები - პანორამას.

გამოვუშვით პატიმრები, შვებითაც სუნთქავს ბიზნესი. სერიალსაც ვიღებ ახლა შთაგონებულს ნიცშეთი.

სისხლიანი ცხრა წლის შემდეგ ყვავის ეკონომიკა თუმცა ბევრი მაკრიტიკებს, სად აქვს ზოგ შტერს ლოგიკა.

როგორც ბევრი მეუბნება, ჭავჭავაძის შემდეგ ქვეყნად, არ გვყოლია მოაზროვნე, იმნაირი, როგორც მე ვარ.

არ აფასებს ჩემს ღვაწლს ხალხი, ზაქრო მირჩევს: "დაიკიდე, ვით გკიდია ნიცშე, კანტი, ანდაც სულაც თუკიდიდე".

ამ მძიმე ბრძოლა-ვაებით, ვზიდე ერის მამის ტვირთი, ვერ დაანგრევს ჩვენ ნაშენებს ქარიშხალი და ვერც ზვირთი.

როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, უახლოეს პერიოდში იგეგმება ბიძინა ივანიშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენა როგორც ლიტერატურის, ასევე მშვიდობის დარგში.

კომენტარები