მიცვალებულთა კრემაცია სავალდებულო ხდება

8,056 ნახვა 1 სგ
1 სგ

დღეს მაგამრთულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის ეკონომუკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ერთ-ერთ გამოსავლად ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისება დასახელდა. ამასთან, როგორც სხდომიდან ინფორმაციამ გაჟონა, მთავრობა მუშაობს მიცვალებულთა სავალდებულო კრემაციის კანონპროექტზე. ეს იდეა მიზნად ისახავს სასაფლაოებისთვის განკუთვნილი მიწების გამოთავისუფლებას და მის გასხვისებას მსხვილ ინვესტორებზე. ამასთან დაკავშირებით ჩიტის კორესპონდენტი ესაუბრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. დასმულ კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სინამდვილეს, მინისტრმა განმარტა, რომ "აღნიშნულ თემაზე სამთავრობო განხილვას არ ვადასტურებს, თუმცა არც უარვყოფ. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხზე, ეს წარმართული რიტუალებიდან იღებს სათავეს, ამიტომ მისასალმებელი არ არის. თუმცა თუ აღნიშნული აქტი დროებითი ხასიათის იქნება და ეკონომიკას გააჯანსაღებს, მზად ვარ მსხვერპლი გავიღო და დავეთანხმო ინიციატივას. რაღა მაინცდამაინც ამ პერიოდში დამემართება რამე, პირადად რომ შემეხოს, სხვებმაც კეთილ ინებონ და მუდმივი კონტროლი გაიარონ ექიმებთან თუ ეს კრემაცია არ მოსწონთ". დამკრძალავი ბიურო "გუშინ ვნახე, იცინოდას" წარმომადგენელმა ჩიტის პირად საუბრებში გაანდო, რომ მისი კომპანია აპირებს გერმანიიდან გამოიწეროს სამაცივრე კომპლექტი იმ VIP მიცვალებულთათვის, რომლებსაც კრემაცია არ სურთ. კომპანია კანონის მოქმედების განმავლობაში უზრუნველჰყოფს ნეშტის შენახვას, ხოლო ეკონომიკის გაუმჯობესებისა და კანონის გაუქმების შემდეგ, თუ მიწა დარჩება თავისუფალი, დამკვეთის დაკრძალვას. იდეას იწუნებენ საპატრიარქოში. "ეს ყოველივე რწმენას ეწინააღმდეგება თუ წარმოდგენაც არ მაქვს, თუმცა ქელეხი, ეს არის ეროვნულ ტრადიციამდე აყვანილი რიტუალი, რომლის მთავარი რგოლია მიცვალებულის დაფვლა. ხოლო თუ მთავრობა მთავარ ელემენტს გააუქმებს, მაშინ ისეთ მოვლენას, როგორიცაა მიცვალებულის სადღეგრძელოებით მოხსენიება, საფლავზე ქეიფი და მის სახელზე სმა-ჭამა, ბოლო მოეღება. ესაა ჩვენი ეროვნული იდეტობის რღვევის მცდელობა. ასევე, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ელიტარული სასაფლაოების ბიზნესს საფრთხე ემუქრება, რასაც არ შევეგუებით. ამიტომ, ვთხოვ ჩვენს მრევლს პროტესტის ნიშნად მთავრობის კანცელარიის წინ სამგლოვიარო გვირგვინები ან მუჭით მიწა მიიტანონ" - სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა საპატრიარქოს მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდნენ გვერდები: "კრემაციას სიკვდილი მირჩევნია", "კრემატორიუმის ცეცხლს ჯოჯოხეთის ალი მიჯობს" და სხვ.

კომენტარები