ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ზარებს არ პასუხობს

9,151 ნახვა 2 სგ
2 სგ

უკვე ერთი კვირაა მთავრობის წევრები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას, რათა მას ჰკითხონ რჩევა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე და სთხოვონ დახმარება, თუმცა როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გაირკვა ბიძინა ივანიშვილი ნაცნობ ნომრებს არ პასუხობს. 

მასთან დარეკვა პირადი მობილურებიდან სცადეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ, თეა წულუკიანმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ნოდარ ხადურმა, გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიამ, დავით საგანელიძემ და ქართული ოცნების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეფონი მხოლოდ მაშინ აიღო, როცა მას პრემიერმა ღარიბაშვილმა უცხო ნომრიდან დაურეკა, თუმცა როგორც კი პრემიერის "ალო, ბტნ ბძნ" გაიგო, მაშინვე გათიშა. მას შემდეგ კი აღარც უცხო ნომრებისთვის აღარ უპასუხია.

"მე სამი დღის წინ მესიჯიც გავუგზავნე, გადმომირეკეთ როცა შეძლებთ და მოიცლით მეთქი, ეტყობა ჯერ ვერ მოიცალა და ნუ შეჭამეთ ეს კაცი, ათასი საქმე აქვს" განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში.

ბიძინა ივანიშვილი კონტაქტზე არ გამოდის, ლარის კურსის გასამყარებლად კი მთავრობა სხვადასხვა ობიექტების გაყიდვას გეგმავს დოლარში. მათ შორის გასაყიდად გამოტანილია ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობაც.

"მაინტერესებდა იმ კაცის აზრი, რა ვქნათ თქო ასეთი ამბავი რო არი ეხლა და არ გვიპასუხა და არც არაფერი. ჰოდა დავჯექით მერე ჩვენ და ვიფიქრეთ და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ვაკეთებთ იმას, რაც გაგვიგია რო ამ დროს უნდა ქნა, სხვა ჩვენ არ ვიცით აბა რა გავაკეთოთ და.." გვითხრა გიორგი კვირიკაშვილმა პირად საუბარში.

კომენტარები