დეპუტატების პროტესტი ქამრების შემოჭერის პოლიტიკას

2,086 ნახვა 0 სგ
0 სგ

მთავრობის ინიციატივას მოხელეთა მიერ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა უშუალოდ ქართული ოცნების რიგებში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ კურსს არ ეთანხმებიან მმართველ კოალიციაში.

განსაკუთრებით ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. "ამისთვის ვიდექით ქარსა და წვიმაში, რომ შემდეგ ჩვენივე თანაგუნდელებმა ასეთი დამამცირებელი პოლიტიკა აწარმოონ ჩვენ წინააღმდეგ?!" - გადაულაპარაკა გედევან ფოფხაძეს, როცა მიკროფონი გამორთული ეგონა. როდესაც ჩიტის კორესპონდენტმა სთხოვა დაეზუსტებინა რასთან დაკავშირებით გამოთქვა უკმაყოფილება, მხოლოდ მომხიბვლელი ღიმილით შემოიფარგლა.

"მადლობა თქვან რომ ისეთი გაუბედურებული ვალუტით, როგორიც ლარია, ვთანხმდებით ავიღოთ ხელფასები და ვიღაც ჭკუათმყოფელს ეყო თავხედობა და მის შემცირებაზე ალაპარაკდა. სანამ სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია, ამას ვერავინ გაგვიბედავს. სოსო ის კაცი არაა, ვინმემ გააცუროს" - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

"სულ არ მაინტერესებს ამათი ქამრების შემოჭერა, მე მილიონერი უნდა გავხდე" - დაამატა გუბაზ სანიკიძემ და ტელეფონში თამაში განაგრძო.

ერთადერთი, ვინც ამ ინიციატივას მიესალმა, ზურაბ ტყემალაძეა. "ეს არის ძალიან კარგი და დროული ინიციატივა, აბა ბატონი ირაკლი ცუდ ნაბიჯს არ გადადგამდა. ამასთან, მე კი მაქვს 300 მილიონი, თან დოლარში და სხვებმა იკითხონ" - ჩაიცინა კმაყოფილმა. "მაგათ ჯანსაღ ლარს, ჩემი ავადმყოფი დოლარი მირჩევნია" - ამ სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ ზურაბ ტყემალაძემ.

როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, გარდა ამ პოლიტიკისა, თეა წულუკიანი დამატებით ეროვნული ვალუტის კურთხევის ინიციატივით გამოდის.

კომენტარები