"ბატონო მამა, რაინდად მაკუთხე, გეთაყვა!" ლევან ვასაძე ახალ კამპანიას იწყებს

8,072 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ტელეკომპანია იმედის გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ლევან ვასაძე ოჯახურ ღირებულებებსაც შეეხო. მისი თქმით, ოჯახური ძალადობის თემა შემოგდებულია ოჯახის ინსტიტუტისვე დასასუსტებლად. 

"ყველა მხირდან უტევენ ქართულ ოჯახებს, შემოგდეს ეს ოჯახური ძალადობა, რომელიც ყველგან ხდება საერთოდ, მაგრამ ამის გამო ჯახს ხო არ ანგრევენ? სანამ ეს ენჯეოები გააქტიურდებოდნენ, მანამდეც ცემდნენ ქმრები ცოლებს, მაგრამ ოჯახი შენარჩუნებული იყო, ქალმა კაცის პატივისცემა იცოდა და ყველაფერი რიგზე იყო!" განაცხადა ვასაძემ. 

მისივე თქმით, ერთ-ერთი დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერო აქტიურად ჩაერთოდ მამათა და შვილთა ბრძოლის პედალირების პროცესში. 

"დაიწყეს ახალი კამპანია, თითქოს ქართველი მამები წიგნებს არ უკითხავენ შვილებს და არ ეთამაშებიან და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ." დასძინა მან. "რომელი ნორმალური მამა უკითხავს წიგნებს თავის შვილებს? ან ვინ ეთამაშება? ბავშვი უნდა აღიზარდოს სპარტანულად და ქრისიტანულად." 

ვასაძის განცხადებით, დასავლური პროპაგანდის დასაძლევად ის იწყებს ეროვნულ კამპანიას, რომელშიც ნამდვილი ქართველი მამები ჩაერთვებიან და სხვა მამებს მოუწოდებენ შვილების ქართული ღირებულებებით აღზრდას. 

"ჩვენი მესიჯები იქნება,

  • მამა, რაინდად მაკურთხე,
  • მამა ეკლესიაში მატარე!,
  • მამა, ჩოხა შემიკერე!,
  • მამა, შამფურზე მწვადის აცმა მასწავლე!,
  • მამა, დედა სამზარეულოში შეაგდე!,
  • მამა, გინება მასწავლე!,
  • მამა, თუ დავაშავებ მცემე!

და ა.შ. ასე მივიღებთ ეროვნულად აღზრდილ თაობას, რომლებიც საბოლოოდ გადაარჩენენ ამ ქვეყნის სულს და უფალის მეორედ მოსვლას შეხვდებიან თავაწეულები!" ხელები გაასავსავა მან. 

ვასაძის კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია ჩაშვებული და ქართველი რაინდი ყველა ნამდვილ ქართველ მამას ჩართვისკენ მოუწოდებს. "დააწერეთ ფურცლებზე თქვენი გზავნილი, გადაიღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ ჩემს ფეისბუქზე." მოუწოდა ვასაძემ. 

კომენტარები