იუსტიციის სამინისტრო გეი ქორწინების ლეგალიზებაზე მუშაობს

6,312 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - მიწათმფლობელთა შესახებ კანონში შესული ცვლილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქეებს ქართული მიწის შესყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის კომლში ან ქორწინებაში შესვლის შემდეგ შეეძლება, იუსტიციის სამინისტრო ახალ კანონზე იწყებს მუშაობას. 

როგორც ჩიტს ორთაჭალაში განუცხადეს, აღნიშნული კანონი წაახალისებს შერეულ ქორწინებებს და შესაძლებელია ქართულ სისხლს და ხორცს ჩინური და ინდური შეერიოს, რაც დაუშვებელია. აღნიშნული პრევენციას იუსტიციის სამინისტრო გეი ქორწინების ლეგალიზებაში ხედავს, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. 

"ქორწინების კანონში ჩაიწერება, რომ ქალისა და მამაკაცის წყვილის შემთხვევაში, ქართველებს მხოლოდ ქართველებზე ქორწინების უფლება აქვთ, ხოლო გეი ქორწინების უფლება ექნებათ მხოლოდ ქართველსა და უცხოელს და არა ქართველსა და ქართველს. შესაბამისად, უცხოელები იძულებულები იქნებიან კაცებზე დაქორწინდნენ, ხოლო ამით ქართველი ქალები შეინარჩუნებენ ეროვნულ სიწმინდესა და სპეტაკ სულს." 

როგორც ჩიტს კულუარულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნული იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთმა მუშაკმა შეშფოთება გამოთქვა, "როგორ ქალებიც დაგვიტყნან და მიწებიც მივცეთო? მაგას ისევ მარტო მიწების მიცემა არ ჯობიაო?" 

 

კომენტარები