საქართველოში სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულება იცვლება

8,985 ნახვა 0 სგ
0 სგ

ტრანსპორტისა და გადაადგილების მინისტრის მოადგილემ, საგანგებო ბრიფინგზე დღეს საზოგადოებას მინისტრის ბრძანებულების შესახებ გააცნო, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1-ლი თებერვლიდან მთელს საქართველოში საგზაო მოძრაობის მიმართულება იცვლება.

სამინისტროს პრეს სამსახურის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოზღვავებულად იმპორტირებულმა მარჯვენა საჭიანმა მანქანებმა განაპირობა. მათი თქმით, ეს ასევე ეკონომიკური წინსვლის საფუძველიც იქნება, რადგან მარჯვენა საჭიანი მანქანები უფრო იაფი ჯდება ჩამოსაყვანად.

დღეისთვის, საქართველოში სატრანსპორტო მოძრაობა გზის მარჯვენა მხარეს არის რეგულირებული. ახალი წესით კი ეს მიმართლება შეიცვლება და ავტომობილებმა უკიდურეს მარცხენა მხარეს უნდა იმოძრაონ. 

ტრანსპორტისა და გადაადგილების მინისტრის აღნიშნული  ბრძანებულება უკვე ხელმოწერილია და ძალაში ამა წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში.

კომენტარები