შსს ტროტუარზე მოსიარულე მძღოლების ვიდეოს ახალი კანონით პასუხობს

5,068 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ოფიციალურმა პირებმა დღეს დილით გავრცელებული ვიდეო იხილეს და ძალიან შეშფოთდნენ თანამოქალაქეთა თავხედობის გამო. შეგახსენებთ, რომ ვიდეო დღეს დილით Facebook-ზე, პოპულარულმა გვერდმა "გაიცანით სამარცხვინო მძღოლები," გაავრცელა. აღნიშნულ ვიდეოში ორი ახალგაზრდა ვაკე-საბურთალოს მაგისტრალთან არსებულ ტროტუარზე მიდიან, რა დროსაც მათ წინ ამავე ტროტუარზე მომავალი მანქანები ხვდებათ წინ. ხსენებულ ავტომობილებს საგზაო საცობში ადვილად გაძრომა უნდათ და შესაბამისად ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ მონაკვეთზე მოძრაობენ. 

ვიდეოში ასახულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მძღოლები აქეთ მოედავენ ფეხითმოსიარულეებს და ერთ შემთხვევაში BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა შეგნებულად დაარტყა კიდეც მანქანა ვიდეოს ავტორებს. 

აღნიშნული ფაქტით შეშფოთებულმა ლევან იზორიამ დღეს დილასვე გამოაცხო ახალი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში საახალწლო შესვენების დასრულებისთანავე წარსდგება განსახილველად. 

კანონპროექტს სახელად "მძღოლი - როგორც რუსეთი" ჰქვია და ქართველი მძღოლების "ჭუკლი-პუკლი" პოლიტიკით მოთვინიერებას გულისხმობს. როგორც ლევან იზორიამ ჩიტთან საუბარში განაცხადა, რუსეთთან დათმობის პოლიტიკამ გაამართლა და მსგავსი მეთოდი სხვა სფეროებშიც აქტიურად დაინერგება. 

შსს-ს განცხადებით, ომი მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს შორის, სწორედ უკანასკნელებმა დაიწყეს. უწოდეს რა ერთ-ერთ ტანდაბალ ბიძერს, "ლილიმძოლიკი" და სწორედ ამის მერე შემოიჭრენ ჯიპები ტროტუარებზე. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად კი საჭიროა მძღოლებთან ე.წ. "ჭუკლი-პუკლის" პოლიტიკის გატარება, რაც გულისხმობს მათი გაღიზიანების თავიდან არიდებას. შესაბამისად, მძღოლების კომფორტისა და გაუღიზიანებლობის მისაღწევად ფეხითმოსიარულეებს საერთოდ აეკრძალებათ ფეხით სიარული.

შსს-ს ინიციატივას უკვე საზოგადოებამაც გამოუცხადა სოლიდარობა. ნახალოვკის ერთ-ერთ ეზოში ფეხით მოსიარულეთათვის კანკუთვნილი კარი ამოქოლეს, რადგან იქ მაცხოვრებლებს ძალიან ეცოდებათ უმანქანო ადამიანები და მათ ვერ უყურებენ, ხოლო გლდანში უკვე აიღეს საქანელები და მათ მაგივრად ე.წ. ელექტორნული მანქანების ატრაქციონი დადგეს.

 

კომენტარები