მოსმენების გასაღები ბარემ მეგის ქარდავას ჩაბარდება

3,930 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ფარული მოსმენების კანონის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. გასაღები მეგის ქარდავას გადაეცემა. ყოფილი ძალოვანი, რომლის სახელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებულ მიყურადების პოლიტიკას უკავშირდება, ამჟამად ძებნილია და მიმალვაში იმყოფება. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის (შემდგომში "ბეფოსე") კანონპროექტის ფარგლებში გასაღების ახალ მფლობელს ამნისტია შეეხება და საქართველოში ჩამოსვლის უფლება მიეცემა. აღნიშნული ინიციატივა ქართულ სამართალში "ბურატინოს პრინციპით" არის ცნობილი.  

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიუხედავად ქარავას ოდიოზურობისა საჭიროა მისი პოტენციალისა და გამოცდილების სრულად გამოყენება. "მსოფლიო პრაქტიკაში ხშირია, როცა დამნაშავეს განსაკუთრებული უნარების გამო სახელმწიფო თავისი ინტერესების გამო იყენებს. აი, ის ფილმი რომაა, დიკაპრიო და ტომ ჰენქსი რო თამაშობენ, ჩეკებს რო აყალბებს ის ბიჭი. ძაან მიყვარს. მანდაც ხო ბოლოს ფებეერი წაიყვანს იმას და ერთად არ ებრძვიან სხვა აფერისტებს?" - დასძინა მან. 

ჭიკაიძე-ქარდავას ტანდემს ოპტიმისტურად უყურებს მანანა კობახიძე. "მეგისი ნიჭიერი ბიჭია. ის სისტემის მსხვერპლი იყო და ბოროტი ადამიანების ხელში მოხვდა. ლექსო ძლიერი მინისტრია, ადამიანებთან ურთიერთობების უდიდესი ნიჭი აქვს და მეგისის სწორ გზაზე დაყენებას აუცილებლად შესძლებს."

ქარდავას თბილისში კანონის მიღების შემდეგ ელოდებიან.

კომენტარები