გაბრიელ ბერის გამზირი დაიტბორა

16,882 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი -  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სტიქიური ბედნიერების შემთხვევა დაფიქირდა. ერთ-ერთი მართლმადიდებლის ეზოში მირონმა ამოხეთქა და გამზირი მთლიანად დატბორილია.

თბილისის სამაშველო სამსახური ამ წუთამდე ეძებს მირონში დაკარგულ 20 მოქალაქეს, რომელიც მირონის ძალამ ადგილიდან მოწყვიტა და ერთ-ერთ იტალიურ ეზოში შეათრია.

საპატრულო ეკიპაჟებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ და ოცეულებად ლოცულობენ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლების თქმით, ეს ნამდვილი სასწაულია.

"ქუჩაზე დღეიდან უცხო გარეგნობის ადამიანი ვერ გაივლის, რადგან ეს ქუჩა წმინდაა და არ არის მათთვის ვისაც არ სწამს ღვთის. მოდას აყოლილმა ათეისტებმა იარონ მშრალ ხიდზე, აბა წყალზე ეგენი ვერ გაივლიან და..." - აცხადებს ადგილობრივი მანანა მ.

ფაქტს ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია საპატრიარქო, მაგრამ მოსალოდნელია, რომ საპატრიარქო ამ მოვლენას სასწაულის სტატუსს მიანიჭებს.

კომენტარები