ველოსიპედის სკულპტურა ყოფილმა მერმა დააზიანა

7,765 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - გუშინ ღამით, ვარდების მოედანზე აღმართული ველოსიპედის ქანდაკება დააზიანეს. სკულპტურას რამდენიმე ნაწილი აქვს ჩამოტეხილი. 

როგორც ჩიტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ვანდალური აქტი თბილისის ყოფილმა მერმა ჩაიდინა და რადგან ჩვენს ქვეყანაში ყოფილების მიერ ჩადენილი დანაშაული კრიმინალად არ აღიქმება გამოძიება არ მიმდინარეობს. გარდა ამისა არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული დანაშაულის უკან ნაციონალები დგანან. "გიგი უგულავა ციხეშია, ე.ი. ეს დანაშაული ჩაიდინა სევდია უგრეხელიძემ. ქანდაკება მათი დადგმულია და მათ ეკუთვნით და რასაც უნდათ იმას უზამენ. ჩვენ ცოლებისა და ქანდაკებების ამბებში ვერ ჩავერევით გენაცვალე." - დასძინა თეა წულუკიანმა. 

"ეს არ არის კრიმინალი, ეს არის ჩვეულებრივი დრამა." - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

კულტურის სამინისტროს სკულპტურათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ფაქტის კარგად გასაანალიზებლად საჭიროა ჯერ მიზეზები გავარკვიოთ, რადგან არც ერთი ვანდალური აქტი მიზეზის გარეშე არ ხდება. 

ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც, სასულიერო იერარქთა გნცხადებით, ყველა სკულპტურა უნდა დაემორჩილოს თავის პატრონს და საერთოდ კარგი იქნება თუ ყველა ქანდაკების წინ შადრევანი გაკეთდება, რათა უპირატესმა ხალხმა შიგ ფეხები ჩაიბანოს და სკლუპტურათა და ხალხთა შორის არსებული მორჩილების პოლიტიკის დემონსტრირება ხშირად მოხდეს. 

კომენტარები