საქართველოს ნაკრებში ათნომრიანი მაისურით არავინ ითამაშებს!

6,444 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით დღეიდან საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში ათნომრიანი მაისურით არავინ იასპარეზებს. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ დღევანდელი ამხანაგური მატჩის შემდეგ მიიღო, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ცხინვალის "ლიახვმა" და "თბილისმა." 

როგორც იცით "თბილისის" შემადგენლობაში 10 ნომრით თამაშობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

"დღევანდელი მატჩის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან საქართველოს ნაკრებში არავინ ითამაშებს 10 ნომრით, იმიტომ რომ ფაქტია, ვერც ერთი ფეხბურთელი ვეღარ შეძლებს ასეთი საოცარი თამაშის ჩვენებას. თუ ბრაზილიას ჰყავდა პელე, არგენტინას მარადონა, ჩვენთვის დღეიდან 10 ნომერი ირაკლი ღარიბაშვილია. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ჩვენს ისტორიას, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ისტორიას და ბატონი ირაკლის შემდეგ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ათ ნომრიანი მაისურით ცუდად ითამაშოს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია და საზოგადოებაში არც არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მათთვის ვინც ეს შეხვედრა ნახა. პირდად მე აქამდე არ მინახავს არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ათი ნომრით, რომელიც ასე საოცრად ფლობდეს ბურთს" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა გეგმავს ბატონი ირაკლის ათნომრიანი მაისურების გამოშვებას უპრეცენდენტო რაოდენობით - 5 000 000, რათა საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს შეხვდეს ეს ისტორიული მაისური და ცოტა მორჩეს კიდეც.

როგორც ჩიტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აუწყეს, აღნიშნულის მისალოცად ირაკლი ღარიბაშვილს კიმ ჩენ ინიც დაურეკავდა, ეს უკანასკნელი გაურკვევლ ვითარებაში რომ არ იყოს გაუჩინარებული და ჩრდილოეთ კორეას მისი და რომ არ მართავდეს. 

კომენტარები