ქართველი მომღერლები თბილისობას ერაყშიც აღნიშნავენ

4,706 ნახვა 5 სგ
5 სგ

ერაყი - მოსკოვური თბილისობის შემდეგ ქართველი მომღერლები დედაქალაქობის დღესასწაულს ერაყშიც აღნიშნავენ. ქართველ მომღერალთა დასი კონფლიქტურ რეგიონში თარხან ბათირაშვილისა და სხვა ქართველი ტერორისტების მიწვევით მიემგზავრებიან. როგორც ქართველმა ხელოვანებმა ჩიტთან საუბარისას განაცხადეს, ისინი ამ კონცერტისთვის ჰონორარს არ იღებენ. "ჩვენი ქართველები სადაც არიან ჩვენ ყველგან წავალთ!" - განაცხადეს მათ. 

"ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით! ჩვენ ვართ მომღერლები. მასე პუტინმა მთელი უკრაინა დააქცია, საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და რუსეთის ფედერაციას აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს ნაღიარები, დიდი ამბავი ახლა თუ ISIS-მა სამ კაცს მოაჭრა თავი და იეზიდები ცოცხლად დამარხა. მთავარია ურთიერთობების დათბობა და ქართველთა სულისა და გულის გახარება." - დასძინეს მათ. 

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, არც პუტინია მოსკოველი და არც აბუ ომარ ალ-შიშანი ერაყელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან და ხან ასე იქნება და ხან ისე, მთავარია ჩვენს ქართველებს გვერდში დავუდგეთ, "საქართველო შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი!" - დაამღერა მან. 

მომღერლების განცხადებით, მათ საზოგადოების კრიტიკის არ ეშინიათ, რადგან ხელოვნებას ისევე როგორც ტერორიზმს არ აქვს ეროვნება და არ უნდა იყოს მოქცეული საზღვრებში. 

 

კომენტარები