ვარძია - ქართველი რაინდი და მეცენატი ლევან ვასაძე და მისი პროტეჟე რეპერი მასტერა ახალ ფესტივალს აარსებენ. ვასაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება გარყვნილი "კაზანტიპის" ალტერნატივაა და ქართული სულის სწორ მხარეს გადაქაჩვას ემსახურება. ფესტივალს სახელად "აქ ვარ, ძია!" დაერქმევა, რაც ერთგვარი სიმბოლური მიმართვა იქნება ბიძებისთვის, რომლებიც თავის მხრივ მამებიც არიან და ძმისშვილების საშუალებით ყველა ერთმანეთს გააგონებს, რომ ისინი აქ არიან და არა სადმე სხვაგან, მაგალითად, გარყვნილ კაზანტიპზე.
ფესტივალზე ძირითადად იმ ბიზნესმენების შვილები მოხვდებიან, რომლებიც ქველმოქმედი ლევან ვასაძის ძვირადღირებულ სკოლაში სწავლობენ. აბონემენტის საფასური 777 ლარია, მთელი შემოსავალი კი მაღაზიათა ქსელი "სამოსელი პირველის" გარემონტებას და არჩევანის გაზრდას მოხმარდება.
"აქ ვარ, ძიასთვის" სპეციალური ჰიმნი ჩაწერა რეპერმა მასტერამ, რომლის ტექსტსაც ჩიტი უცვლელად გთავაზობთ:
მისამღერი
"მე და, ჩემი, ჩემი მოყვასი,
ჩამოვედით აგერ - ძმობაში,
ხურჯინში გვაქვს ყველი და პური,
მთელი სულიერი ნობათი!
რეჩიტატივი:
"Yo! არ გაიპარსო წვერი!
დამენახე თუ ხარ მე მე კეს წევრი!
ჩამოდი ჩვენთან - დალიერ ბევრი,
ქართველებს კუჭი არ გვაქვს - ჩვენა გვაქვს ქვევრი!
კაზანტიპით გაირყვნები
ვერ მოთოკავ ვნებას,
არ წახვიდე, არ შეცდე
დაჰყევ მამის ნებას!
ჯოჯოხეთში დაიწვება ყველა ვინც იქ მივა
მერე აღარ გიშველის, სინანული და გვემა!
სატანა სატევარს ჭედავს, ჯოჯოხეთის ცეცხლში,
მისი უროს ჭახუნი, აირეკლა გრდემლმა!
კაზანტიპში ამ მარხვაში გაჭმევენ ყაურმას,
თუ კი ჩვენთან ჩამოხვალ მოგცემთ სამარხვო შაურმას! Yo!"
"აქ ვარ, ძიაზე" უვიზოდ დაიშვებიან მხოლოდ უკრაინელი და სლავი ქალები, ხოლო ქართველ გოგონებს ძიები არ უშვებენ.