საპატრიარქო ანაკლიის თავზე ღვთისმშობლის კალთის ამოჭრას აპირებს

13,325 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - საქართველოს საპატრიარქო კაზანტიპის ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 19 აგვისტოს, დაგეგმილი პარაკლისის პარალელურად, ქართველი სასულიერო პირები დიდი მაკრატლებით იქნებიან შეიარაღებულები და ანაკლიის თავზე ღვთის მშობლის კალთას ამოჭრიან. 

"ეს არის ცოდვიანი მიწა! ჩვენი შეგონება არ შეისმინეს ამ რაიონის მაცხოვრებლებმა, ამიტომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ღვთისმშობლის კალთის ქვეშ გაიმართოს გარყვნილების ზეიმი!" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს მაღალი სამღვდელო პირები აწერენ. 

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, კალთის ამოჭრილ ნაწილს ეკლესიის მესვეურები ყაზბეგში წაიღებენ და სოფელ სნოს გადააფარებენ, შესაბამისად სოფლის თავზე კალითის ორმაგი ფენა იქნება, რაც უზრუნველჰყოფს სეტყვისა და სხვა სტიქიური უბედურებებისგან ეფექტურ დაცვას.

ასტროფიზიკოსთა განცხადებით, ანაკლიის თავზე კალთის ამოჭრა და მის ადგილას ცარიელი ადგილის დატოვება მზის ულტრაიისფერი სხივების აქტიურ შემოდინებას შეუწყობს ხელს, რაც გამოიწვევს ისეთ ატმოსფერულ მოვლენას, როგორიცაა ცეცხლის წვიმა. თუმცა, ბრიტანელი მეცნიერების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ანაკლიელები აეროზოლებს და ოზონის შრისათვის საზიანო სხვა ნივთიერებებს არ გამოიყენებენ რეგიონს საფრთხე არ ემუქრება.

კალთის ამოჭრის ცერემონიალი ხვალ, 19 აგვისტოს, პარაკლისის გადახდის შემდეგ დაიწყება. აღნიშნული მატერია საქართველოს ცის მეცხრე სექტორშია კონცენტრირებული - ზღვის დონიდან 999 მეტრის სიმაღლეზე. კალთის წარმატებით მოჭრისათვის საჭირო შავი თვითმფრინავები მრევლმა უკვე შესწირა საპატრიარქოს. 

ამოჭრის პროცესს დაესწრება რაინდი ლევან ვასაძეც, რომელიც კალთას თავის შუბს ქვემოდან მიაბჯენს, რომ მოჭრისას არ ჩამოვარდეს და ხალხს თავზე არ ჩამოემხოს. 

 

კომენტარები