ჩიხურა - ბურსასპორის მატჩის შემდეგ სავაშმა და ცოტნიკომაც იჩხუბეს

10,435 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი - საჩხერის ჩიხურასა და ბურსასპორის მატჩის დასრულებისას, ქართველი ფეხბურთელის, დავით მუმლაძის მიერ თურქი გულშემატკივრის მისამართით ნაჩვენებ უტაქტო ჟესტს დაპირისპირება სხვადასხვა სივრცეებში მოჰყვა. ხელჩართული ბრძოლა ჯერ ფეხბურთელებს შორის გაიმართა, ხოლო შემდეგ იმავე თემაზე ქართველმა და თურქმა ჟურნალისტებმა დასცხეს ერთმანეთს. 

თავიანთ თანამემამულეებს არ ჩამოუვარდნენ არც ქართული და თურქული სერიალების გმირებიც. სერიალების "ჩემი ცოლის დაქალებისა" და "სიყვარული და სასჯელის" გმირები, ცოტნე ცოტაშვილი და სავაშ ბალდარი ერთმანეთს მაესტროს და რუსთავი 2-ის სიხშირეების კვეთაზე შეხვდნენ და ერთმანეთს სულ რეიტინგები ურტყეს თავში. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ გამოვა გამარჯვებული ამ ბრძოლიდან, რადგან ყველაფერი მაინც ქართველ მაყურებელზეა დამოკიდებული.

ჩვენი ინფორმაციით, სავაშის დასახმარებლად და ცოტნიკოს დასამარცხებლად აზერბაიჯანში ახალი სერიალის გადაღება დაიწყეს, რომელშიც ჰეიდარ ალიევი და მისი ოჯახი იქნებიან მთავარ როლებში. ქართულ ტელესივრცეში ამ სერიალის გაშვება ბაქოს "ნეფთიჩის" თბილისში ჩამოსვლის პარალელურად იგეგმება. 

 

კომენტარები