ციმბირი, რუსეთის ფედერაცია - დღეს დილას ციმბირის რეგიონში აღმოჩენილ ორმოში, რომელმაც მეცნიერები დააბნია მეგის ქარდავას მეგობრების დღიური იპოვეს. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდ კალაკოლცევის განცხადებით, ექსპედიციამ, რომელიც ადგილის შესასწავლად გავიდა უცხო ენაზე შესრულებული ხელნაწერი აღმოაჩინა, რომელიც მაშინვე გადაიგზავნა მოსკოვში ექსპერტიზაზე. "თავიდან განიხილებოდა ვერსია, რომ ეს იყო უცხო ცივილიზაციის მანუსკრიპტი, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ ქართულ ენაზე შესრულებული ნაწერი იყო. თარგმანის შედეგად დადგინდა, რომ ეს არის მეგის ქარდავას მეგობრების დღიური, რომელსაც ის სკოლის პერიოდში აწარმოებდა."
კალაკოლცევის თქმით, მეგობრების დღიური "Okul Defteri-ის" ბრენდის რვეულის სახით არის შექმნილი და შიგნით უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა. "მე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ რა წერია აქ, მაგრამ ჩვენ ქსექო-ასლები უკვე გადავეცით საქართველოს პროკურატურას და ისინი განაგრძობენ შესწავლას." დასძინა მინისტრმა. მისივე განცხადებით, ორმო აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. "ამ რვეულში იმდენი ნეგატიური ინფორმაციაა, რომ რუსეთის წმინდა მიწამ ვეღარ გაუძლო და ამოხეთქა."
როგორც ჩიტს პროკურატურის კულუარებიდან აცნობეს, უწყებამ მეგობრების დღიურის შესწავლა უკვე დაიწყო და შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებულებად იქნას გამოყენებული ბაჩანა ახალაიას პროცესებზე. "იქნება ასე მაინც დავუმტკიცოთ რამე!" განაცხადა წყარომ ჩიტთან საუბრისას.