ლიონელ მესი ნარმანიას გამარჯვებით შთაგონებულია

10,644 ნახვა 6 სგ
6 სგ

რიო დე ჟანეირო - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, ლიონელ მესიმ თბილისის თვითმმართველობის არჩვენებში გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატს, დავით ნარმანიას მიულოცა. მესის თქმით, ის მოხარულია, რომ ნაციონალების 9 წლიანი ჰეგემონია როგორც იქნა დამთავრდა და თბილისსა და ზოგადად საქართველოს ახლა უკვე პროგრესული გუნდი მართავს.

არგენტინელის განცხადებით, ნარმანიას გამარჯვება შთამაგონებელია და არგენტინის მთელი ნაკრები პოზიტიური ენერგიით არის დამუხტული. "ეს გამარჯვება უფრო მეტ ძალას შეგვმატებს მე და ჩემს თანაგუნდელებს. ნარმანიამ დაამტკიცა, რომ სნობებისა და ბაბულიკების დამარცხება შეიძლება. ჩვენ სწორედ ამ შემართებით გავალთ მარაკანაზე და გერმანელების ჰეგემონიას დავამხობთ." დასძინა მესიმ. 

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ამ განცხადებას გამოეხმაურა გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. მისი თქმით, ქართულ არჩევნებთან პარალელის გავლება აშკარა ზეწოლისა და მუქარის ნიშნებს ატარებს. "მე მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჩვენი გულშემატკივრებისა და გუნდის ფსიქიკურად გატეხვის მიზნით დააკავონ გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრები, ლოთარ მათეუსი, შტეფან ეფენბერგი და ოლივერ კანი." ლიოვის განცხადებით, არგენტინელთა ეს პოლიტიკა ოლიგარქების კარნახით ხდება და მიზნად გერმანიის ნაკრების პროგრესის შეჩერებას ისახავს. 

გერმანელთა ამ ბრალდებას სისულელეს უწოდებს არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ალეხანდრო საბელა და მოწინააღმდეგეს 9 წლიან საფეხბურთო რეჟიმს ახსენებს. 

კომენტარები