მამა ანთიმოზმა არგენტინის მოგება იწინასწარმეტყველა

9,817 ნახვა 4 სგ
4 სგ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალურმა მამაომ - მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეთერთმეტე თამაშის შედეგის გამოცნობა მოახერხა. სასულიერმო პირმა არგენტინა - შვეიცარიის მატჩის წინ, ტრადიციულად, ლოცვა აღავლინა და თვალებახვეულმა ევროპაბეთზე დადო. 

"ჰაჰა, ხო გეუბნებოდით, თქვენ კიდე არ გჯეროდათ. ხილვა მქონდა-მეთქი, ვიცოდი რო არგენტინა მოიგებდა და დი მარიას ვენაცვალე, რაღაცით გუცაევი გამახსენა. თან სახელიც ისეთი აქვს, მარია ანუ მარიამი, ანუ წილხვედრის მფარველია." - წერს მამა ანთიმოზი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

რვაფეხა პაულის გარდაცვალების შემდეგ, სამყარო მსოფლიო ჩემპიონატის ორაკული ცხოველის ძიებაშია. აქამდე რამდენიმე ვარიანტი მოისინჯა, მათ შორის იყო აქლემი და სხვა ჯიშის ძუძუმწოვრები, თუმცა ასეთი შედეგი  არცერთს დაუფიქსირებია. ფიფას მარკეტინგის ჯგუფი თბილისს 2 დღეში ეწვევა და შესაძლოა მამა ანთიმოზი ბრაზილია 2014-ის ოფიციალურ ორაკულად აღიარონ. 

 

კომენტარები