ელისაბედ II მარიო ბალოტელის გამოეხმაურა

8,039 ნახვა 8 სგ
8 სგ

ლონდონი - გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალი, მისი უდიდებულესობა ელისაბედ II იტალიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის ეხმაურება. დედოფალი ბალოტელის გუშინდელმა ტვიტმა გააღიზიანა. იტალიელი ფეხბურთელი, დედოფლისგან ლოყაზე კოცნას ითხოვს, იმ შემთხვევაში თუ კი იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე კოსტა-რიკას მოუგებს და ამით ინგლისის ეროვნულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს შეუნარჩუნებს. 

მისი უდიდებულესობა ფეხბურთელს ტვიტერზევე გამოეხმაურა. ჩიტი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნული ტვიტის სკრინს, რომელიც სოციალური ქსელიდან უკვე გამქრალია. 

"@FinallyMario ბიგ ბენიდან და სტოუნჰენჯიდანაც კი არ დაგანახებ! როგორ ბედავ"

ბუკინგემის სასახლის ოფიციალური პრეს-სპიკერი განმარტავს, რომ ტვიტი დედოფალს არ ეკუთვნოდა და მისი ანგარიში სავარაუდოდ ვიღაცამ გატეხა, სწორედ ამიტომ ბალოტელისადმი მიმართვა წაშლილია. 

როგორც ჩიტს კულუარებიდან აცნობეს, ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადება ნამდვილად დედოფალს ეკუთვნოდა, რომელიც წამიერად გაცხარდა, ვერ მოზომა და ასე უპასუხა ბალოტელის. თუმცა, მას შემდეგ რაც გული მოიოხა და დამშვიდდა თვითონვე წაშალა აღნიშნული მესიჯი. საბედნიეროდ სხვადასხვა წყაროებმა მოასწრეს დედოფლის გაცხარების დოკუმენტირება და აღნიშნული "სკრინშოტი" ახლა ხელიდან ხელში გადადის. 

კომენტარები