არჩევნების შედეგები "Game of Thrones"-ის მეთოდით გადაწყდება

6,033 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი - თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილე სუბიექტები ცესკოს უნდობლობას უცხადებენ და საბოლოო შედეგის დაფიქსირებას ე.წ. "Trial by Combat" მეთოდით ითხოვენ. აღნიშნული მეთოდი ცნობილი ამერიკელი მწერალის ჯორჯ მარტინის ლეგენდარულ საგაში "სამეფო კარის თამაშებში" გვხვდება.

კონფლიქტური და სადაო სიტუაციების გადაწყვეტის ეს მეთოდი უკვე ფართოდ გამოიყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ. მეთოდის მიხედვით დაპირისპირებული მხარეები ირჩევენ მებრძოლებს და წინასწარ შერჩეულ არენაზე ერთმანეთს უპირისპირებენ. ვისი მებრძოლიც გაიმარჯვებს ის თავად ითვლება გამარჯვებულად. როგორც მეთოდის შემქმნელი ჯორჯ მარტინი აცხადებს, ასეთ შემთხვევაში მთავარია ღმერთის ნება, რადგან ყოფილა შემთხვევები როდესაც ძლიან ძლიერი ფალავანი თავისზე სუსტს დაუმარცხებია. 

არჩევნების შედეგების ამ გზით გადაწყვეტის ინიციატივა ირმა ინაშვილს ეკუთვნის, რომელიც თვლის, რომ მისი პარტია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ფარსს შეეწირა და სინამდვილეში კი პირწმინდად მოიგო ყველა უბანი საქართველოს მასშტაბით. 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ინაშვილის ინიციატივას მხარი აუბეს დიმიტრი ლორთქიფანიძის, მიხეილ-გელა სალუაშვილისა და ასმათ ტყაბლაძის მხარდამჭერებმა. ტყაბლაძის თქმით, ის თითოეული თბილისელის დედა და ბებიაა და დარწმუნებულია ნებისმიერი კაი ბიჭი მის მხარეს დადგება, რათა მარტივად დაამარცხონ "ვიღაც პროჭები!" "მთავარია სიტყვა, ვინც არ უნდა დააყენონ იქით მხარეს, თბილისელი ბიჭები ერთ ორ სმეშნოი სიტყვას ეტყვიან და ეგრევე დასვამენ თავის ადგილას და თბილისის მერი დამსახურებულად გავხდები მე!" - დასძინა ტყაბლაძემ.

თავის მხრივ სალუაშვილი არენაზე წარდგომას თვითონ აპირებს. "მე შეიარაღებული ვიქნები შურდულით და განვასახიერებ ბიბლიურ დავითს, ხოლო ჩემს წინ წარმსდგარ გოლიათს ერთი ხელის მოქნევით დამამარცხებინებს მაღალი ღმერთი." მისი განმარტებით შურდულის ნუმეროლოგიური შიფრია 14, რაც არის 1+4=5 და 41=41. ანუ ორივე გოლიათის შემცველია, ხოლო რადგან გოლიათი არის ორი, 14 უნდა გავყოთ 2-ზე და მივიღოთ 7 - ანუ სალუაშვილის პარტიისა და კანდიდატის საარჩევნო ნომერი. "ჩემი გამარჯვება ზეცაშია დამტკიცებული!" - განაცხადა მან. 

ნაციონაური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ჯერ-ჯერობით სდუმან. თუმცა, ქართველი ექსპერტების თქმით, აღნიშნულ ბრძოლებში ოცნების წარმომადგენლები სოსო ჯაჭვლიანს გამოიყვანენ, ხოლო ნაციონალები გოგა ხაჩიძეს. "თუ რომელიმეს დაკარგავენ არც ერთი პარტიისთვის ტრაგედია არ იქნება, ამიტომ რისკი გამართლებულია." ქართველი ექპერტების თქმით, ხაჩიძემ აუცილებად უნდა გაითვალისწინოს ობერინ მარტელის გამოცდილება და ჯაჭვლიანთან ტრაკი არ ათამაშოს. 

ბრძოლები სავარაუდოდ რიყეზე მოწყობილ სპეციალურ არენაზე გაიმართება და დასწრება თავისუფალი იქნება. 

კომენტარები