თბილისი - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 ივნისის აქციას "შარდში კრიმინალს ვერ იპოვი" ეხმაურება. მისი თქმით, ის მიესალმება ახალგაზრდების მიერ კრეატიული ფორმებით პროტესტის გამოხატვას, მაგრამ ვერ იტანს ტყუილს და ამიტომ ძალიან გაბრაზებულია ამ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებზე. "ეს იყო თვალებში ნაცრის შეყრა. ეს იყო ყალბი აქცია." - განაცხადა მან.
ღარიბაშვილის თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა კანცელარიასთან დატოვებული შარდის კონტეინერები შეაგროვეს და ექსპერტიზაზე წაიღეს. "ძალიან ბევრი ჩვენი თანამშრომელი დარწმუნებული იყო, რომ ამ შარდში კრიმინალს იპოვნიდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს, რადგან ეს შარდი კი არა ლიმონათები, ლუდები და წვენები იყო. ჩვენ აქ სახელმწიფო ვართ თუ მომხმარებელი.გე, ვერ გავიგე?" - ხელები გაასავსავა მან. პრემიერმა იქვე დაამატა, რომ ნარკოლოგიურში მომუშავე ადამიანები ფრუსტრურებულები არიან, რადგან მთელი დღე შარდის ანალიზის ნაცვლად ეროვნული და იმპორტირებული გამაგრილებელი სასმელების ტესტირება მოუწიათ. "არა, ამ ქართულ ლუდებს კი აქვს ფსელის გემო, მაგრამ ასეც არ შეიძლება!" - მტკიცედ დასძინა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს და მათ გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ შემდეგში უფრო მეტი გამბედაობა გამოიჩინონ და ნამდვილი შარდი მიიტანონ იქ სადაც საჭიროა და მერე ნახავენ ერთი ვინ რას იპოვის შიგ.