ღარიბაშვილი: მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

10,670 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ჟურნალისტებთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიმდინარეობისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "არანაირი დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია არ მოხდება. ღარიბაშვილის თქმით, სანამ ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა ამას არავინ დაუშვებს, რადგან ყველა ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი და არა ნარკომანი თაობა. 

"მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს იმას, რომ ე.წ. ბალახი კონკურენციას გაუწევს ლირიკას, კრაკაძილს, ვინტს და სხვა ასეთ შაშუალებებს. და მერე რა ქნან ახალგაზრდებმა?" - რიტორიკულად კითხულობს ღარიბაშვილი. მისი განმარტებით, ლირიკა ერში პოეტური პოტენციალის ამოქაჩვას ახდენს და არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ეს ნარკოტიკი და შესაბამისად ქართული კულტურა საერთოდ გაქრება. "მე სახლში მაქვს რამდენიმე პოეტის წიგნი. და ყველა მათგან აწერია რჩეული ლირიკა ან უბრალოდ ლირიკა. ე.ი. ამიტომაც გვყავდა მაშინ გალაკტიონი, ახლა კიდე ვიღაც მოლიბერალო პომპონჩიკიანი ტიპები წერენ რაღაც თეთრ ლექსებს და თავი რაღაცა ჰგონიათ." დასძინა მან. 

პრემიერმა "კრაკაძილის" შესახებაც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქიმიური პრეპარატის მომზადება ხელს უწყობს ახალგაზრდებში ქიმიისა და ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციას. "ეს იმდენად რთული დასამზადებელია, რომ ახალგაზრდებს გონების გავარჯიშებაში ეხმარება. ხოლო თუ ახალგაზრდებს კრაკაძილის კეთებისგან ნეკროზული ჭრილობები უვითარდებათ ძველი უჩანთ და ხორცები აქვთ ჩამოკიდებული, ეს ავტომატურად ანატომიას, მედიცინას და სხვა ასეთ სფეროებს ავითარებს." 

ღარიბაშვილის თქმით, არც ლირიკა და არც კრაკაძილი აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავენ და სწორედ ამიტომაა მათი გამოყენება კიდევ უფრო მიზანშეწონილი. 

კრაკაძილის პოპულარიზაციის მიზნით სულ მალე სპეციალური საელმწიფო პროგრამაც გაეშვება, რომლის ფარგლებშიც უბანში მობირჟავე ბენზინის და რასტვარიწელის სუნიან ახალგაზრდებს დაურიგდებათ წიგნები, ჯერალდ დარელის "ჩემი ოჯახი და ცხოველები," პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსი" და ბიბლია. 

 

 

 

კომენტარები