პოროშენკო ღარიბაშვილს ურჩევს ტრაკის თამაშს თავი დაანებოს

27,048 ნახვა 2 სგ
2 სგ

კიევი - უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გერმანიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა, ანგელა მერკელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დიალოგი ყველაზე მარტივი და სწორი გზაა პრობლემების გადასაჭრელად. "მე შემიძლია კარასინის ნომერი დავუმესიჯო პოროშენკოს. დაილაპარაკონ და პეტრო ნახავს რა კარგი და სანდო ადამიანია გრიშკა." - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს ახლანდელ მმართველ გუნდს უნდა მიბაძოს და დაივიწყოს ყველანაირი აგრესიული რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. "აგერ ახლა აფხაზეთს მიიერთებს რუსეთი მალე, მაგრამ მე და პაატა მშვიდად ვართ და განვაგრძობთ კონსტრუქციულ დიალოგს." დასძინა მან. მისივე თქმით, საჭიროა უკრაინელი ერის სხვა ფრონტზე მობილიზება. ღარიბაშვილმა ამ შემთხვევაშიც საქართველოს მაგალითი მოიყვანა, "ჩვენ ხალხს დავავიწყეთ, რომ რუსეთი მტერია და მათი ყურადღება სამხრეთით გადავიტანეთ. ახლა ქართველები თურქებს ებრძვიან. სახეზეა სახალხო დიპლომატიის საოცარი მაგალითი." თქვა მან. 

ღარიბაშვილს მალევე გამოეხმაურა უკრაინელი კოლეგა, რომელმაც ღარიბაშვილს კონსტრუქციულად მოუწოდა, "будь ласка, перестати грати свою дупу."  

კომენტარები