პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთად ისადილეს

9,198 ნახვა 4 სგ
4 სგ

თბილისი - დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა ერთად ისადილეს. არაოფიციალური სადილი რესტორან "პურის სახლში" გაიმართა. 

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული სადილი საქართველოს ბიუჯეტს 0 თეთრი დაუჯდა, რადგან სუფრა ფრანსუა ოლანდისთვის მომარაგებული საჭმლით იყო გაშლილი. "მაიამ მოტეხა ცოტა!" გაგვიმხილა მარგველაშვილმა. 

ქვეყნის პირველ პირებს ფრანსუა ოლანდისთვის განკუთვნილი ვინეგრეტის სალათით, კიტრით, ლიმონათითა და ნამცხვარი "ზანგი ქალით" გაუმასპინძლდნენ. 

"მაიას ვეძახით ჩვენი სასტავის დედუცის. სულ ასე ზრუნავს ხოლმე ჩვენზე." განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სადილის მიწურულს რესტორანს ჩოხაში გამოწყობილი ლევან ვასაძე ეწვია, რომელმაც პრემიერსა და პრეზიდენტს მიმართა: "ბავშვებო გეყოთ ჭამა, ახლა კი ვითამაშოთო." თუმცა, მერეღა გაახსენდა, რომ ერისიონის კლიპში სხვანაირად იყო და დარცხვენილმა დასტოვა შემთხვევის ადგილი.  

კომენტარები