თბილისი - ხრიდოლის ფედერაციამ ამა წლის 17 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებათა პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა. "ხრდიოლიონი გეი? ჩვენ ასე არ ვთამაშობთ!" განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, დევი დევაძემ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, თბილისში ოჯახური სიმტკიცის დღის გამოცხადების აღსანიშნად მრავალი ეროვნული, მართლმადიდებლური და ვაჟკაცური სულისკვეთების ღონისძიება გაიმართება.
ვაჟკაცური მიმართულების ფლაგმანად ხრიდოლის ფედერაცია მოიაზრებოდა, რომელსაც თეატრალური წარმოდგენით "გეისტყაოსანი"უნდა გაემართა. პერფორმანსში ნაჩვენები იქნებოდა, როგორ ჟლეტს მართლმადიდებელი ქართველი ჰეტეროსექსუალი გზად შემოყრილ 69 გეის.
პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც დაისვა კითხვა, თუ ვინ იქნებოდნენ გეების როლში. იმის გამო, რომ საპატრიარქოს უჭირს, წარმოდგენა თვითდაფინანსებით უნდა ჩატარებულიყო, ხოლო იმის გამო, რომ არც ხრიდოლის ფედერაციას ულხინს, თვითდაფინანსება ენთუზიაზმით შეიცვალა.
ენთუზიაზმი კი საკმარისი არ აღმოჩნდა ღონისძიებაში ქართველი მსახიობების ჩასართავად. "ბაზარი არაა, ძმობაში და ახლობლობაში გამოვდივართ ხოლმე მაგათ სპექტაკლებში, ბიჭები რო გვთხოვენ, მარა მიჩექმილი პიდარასტი რა პონტში უნდა მათამაშონ, ე? თან უფასოდ, ტო!" განაცხადა ერთ-ერთმა ქართველმა მსახიობმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
რაც შეეხება თავად ხრიდოლის ფედერაციის წევრებს, ბატონი დევაძის თქმით, მათი გეების როლში გამოყვანა შეურაცხმყოფელია ყოველივე ქართულისათვის და ქართველისათვის. უფრო მეტიც, უახლოეს მომავალში, ხრიდოლის ფედერაცია შეიცვლის სახელს და დაერქმევა ხრიდოლის საფიხვნო, რადგან, სიტყვა "ფედერაცია" უსიამოდ წააგავს ყველა ქართველისათვის მიუღებელ სიტყვას. ხრიდოლიონები აპირებენ უარი თქვან ტერმინ "პრეზიდენტზეც," რადგან ეს სიტყვაც უსიამოდ წააგავს ყველა ქართველისთვის არცთუ მისაღებ სხვა სიტყვას. მის ნაცვლად, იგეგმება "საფიხვნოს ბერის" წოდების შემოღება. "ბერი უხუცესსაც ნიშნავს და თან ეკლესიური, მადლმოსილი სიტყვაა." განუცხადა ჩიტს დევაძემ.